ალმანახი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალმანახი (არაბ. ألمناخ‎‎ — ასტრონომიული კალენდარი) — სერიული გამოცემის ნაირსახეობა, პერიოდულად დაბეჭდილი ლიტერატურულ-მხატვრული ან სამეცნიერო-პოპულარული ნაწარმოებების კრებული (თემატური, ჟანრობრივი, იდეურ-მხატვრული ნიშნებით გაერთიანებული).

ჟურნალისგან განსხვავებით ალმანახი, როგორც წესი, წელიწადში ერთხელ გამოდის, არაერთგვარი პერიოდულობით, ან საერთოდ არაპერიოდულად და შეიცავს ინფორმაციას საზოგადოებრივი მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროების შესახებ, ლიტერატურული, სამეცნიერო, იურიდიული სიახლეებისა თუ ცვლილებების მითითებით, უახლოვდება რა ამით კალენდარულ ცნობარს.