ალკისარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ალკისარი
Alquízar
გერბი

ქვეყანა კუბის დროშა კუბა
პროვინცია არტემისა
კოორდინატები 22°48′24″ ჩ. გ. 82°34′58″ დ. გ. / 22.80667° ჩ. გ. 82.58278° დ. გ. / 22.80667; -82.58278
დაარსდა 1879
ფართობი 193 კმ²
ცენტრის სიმაღლე 25
მოსახლეობა 29.616 კაცი (2004)
სასაათო სარტყელი UTC-5
სატელეფონო კოდი 7
ალკისარი — კუბა
ალკისარი

ალკისარი (ესპ. Alquízar) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, არტემისის პროვინციაში. მუნიციპალიტეტის ფართობია 193 კმ².[1] ქალაქი მდებარეობს ალკისარის მუნიციპალიტეტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. გაწოლილია სან-ანტონიო-დე-ლოს-ბანიოსის სამხრეთ-დასავლეთით და გუირა-დე-მელენის დასავლეთით. აქაურ ტერიტორიებზე გაშენებული იყო ყავის პლანტაციები, რომელიც ეკუთვნოდა სანჩო დე ალკისარს, რომელმაც ტერიტორიას ალკისარი უწოდა. პირველი დასახლება გაჩნდა 1616 წელს.

1826 წელს ალკისარში განლაგებული იყო სამხედრო გარნიზონები,[2] ხოლო 1879 წელს დასახლებას მიენიჭა ოფიციალური სტატუსი. 2004 წლის აღწერის მონაცემებით მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეადგენდა 29.616 ადამიანს.[3]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კუბის მუნიციპალიტეტები
  2. Guije.com. Alquízar. ციტირების თარიღი: 2007-10-07. (ესპანური)
  3. Atenas.cu. (2004)2004 Population trends, by Province and Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-27. ციტირების თარიღი: 2007-10-07. (ესპანური)