ალიოშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Alyosha
ალიოშა

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ალიონა კუჩერი
დაბ. თარიღი 14 მაისი, 1986
დაბ. ადგილი ზაპოროჟიე
წარმოშობა უკრაინის დროშა უკრაინა
ჟანრ(ებ)ი პოპ მუსიკა, სოული, R&B
საქმიანობა მომღერალი
აქტიური 1992 – დღემდე
საიტი http://www.alyosha.kiev.ua/
ალიოშა ვიკისაწყობში

ALyosha ან ალიოშა (უკრ. Альоша), ნამდვილი სახელი ალიონა კუჩერი (Олена Кучер)უკრაინელი მომღერალი და კომპოზიტორი. ევროვიზია 2010-ის მონაწილე სიმღერით „Sweet People“.

ალიონამ დაამთავრა საესტრადო ვოკალის სკოლა კიევის ეროვნულ უნივერსიტეტში. დაწერა რამდენიმე სიმღერა. არის სხვადასხვა კონკურსის ლაურეატი.

ევროვიზიის შესარჩევ ტურში იგი ჟიურის მიერ იყო არჩეული. მისი სიმღერა „To Be Free“ იყო მოხსნილი, რადგან აღმოაჩინეს მსგავსება ლინდა პერის ერთ-ერთ საუნდრეკთან. მოკლე ვადაში იყო დაწერილი საბოლოო სიმღერა „Sweet People“, რომელშიც პლანეტის გადარჩენის მესიჯია ჩადებული. კლიპი მომღერალმა ჩერნობილთან ახლოს, ქალაქ პრიპიატში იყო გადაღებული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: