ალიბეგლო
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ალიბეგლო — ქართველი ინგილოებით დასახლებული სოფელი ისტორიულ ჰერეთში, დღევანდელი აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონში. სოფლის ძველი სახელწოდებაა ქათმისხევი. სოფელში მდებარეობს წმინდა ნინოს სახელობის გუმბათოვანი ეკლესია, რომელიც ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსის, მეუფე მელქისედეკის განცხადებით 2011 წლის 1 ივნისს, წმიდა ნინოს ხსენების დღეს, ოფიციალურად იკურთხება.[1].
1985 წლიდან ალიბეგლოში ფუნქციონირებს ილია ჭავჭავაძის სახელობის ქართული თეატრი. მის რეპერტუარშია ქართველი და უცხოელი დრამატურგების ნაწარმოებები. 2004 წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის განკარგულებით, აღნიშნულ თეატრს მიენიჭა სახელმწიფო აკადემიური თეატრის სტატუსი.
სექციების სია |
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] სქოლიო
[რედაქტირება] ლიტერატურა
- საქართველო, ენცილკოპედია. თბ., 1997. გვ. 108-109. – საინგილოში მდებარე წმ. ნინოს სახელობის გუმბათოვანი ეკლესიის ხუროთმოძღვრული დახასიათება.
- ყულოშვილი მ., ნინოწმინდის საყდარი, გაზ. "სოფლის ცხოვრება". 1991 (21 მაისი). გვ. 3. – სოფ. ქათმისხევში (ალიბეგლო) 1850-1855 წლებში აგებულ საყდრის შესახებ.
- ტარტარაშვილი მ., საინგილოში, მადლი. 1992. N7. გვ. 8. სოფ. ქათმისხევის ეკლესიის კარიბჭის აღმართვის გამო.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- ქართული სათვისტომო აზერბაიჯანში // საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში
- ალიბეგლოში ქართული ტაძარი აღადგინეს // 24SAATI.GE
- ისტორიულ ჰერეთში წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია აღადგინეს
- Азербайджане отреставрирована грузинская церковь // «Кавказский узел» февр. 21 2011
- В грузинском театре поставлен спектакль на азербайджанском языке // zerkalo.az
- საინგილოს ქართული თეატრი ალაზანს აქეთ...
| ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |
სტატიის