ალეხანდრო სელკირკის კუნძული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხუან-ფერნანდესის კუნძულები. მარცხნივ ალეხანდრო სელკრიკის კუნძული

ალეხანდრო სელკირკის კუნძულიკუნძული ჩილეს სანაპიროსთან, სიდიდით მეორე და ყველაზე დასავლეთით მდებარე ხუან-ფერნანდესის კუნძულების ჯგუფიდან. მდებარეობს რობინზონ კრუზოს კუნძულიდან 181 კილომეტრით დასავლეთით.

სახელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1966 წელს, ჩილეს მთავრობამ მას-აფუერას კუნძულს სახელი გადაარქვა და უწოდა ალეხანდრო სელკირკის კუნძული, ისევე როგორც ისლა-მას-ე-ტიერას - რობინზონ კრუზოს კუნძული. ალეხანდრო სელკირკი იყო შოტლანდიელი მეზღვაური, რომელიც 1704 წელს გადასვეს რობინზონ კრუზოს კუნძულზე (იმ დროისათვის უკაცრიელი), სადაც მან 4 წელი გაატარა. სწორედ ეს ფაქტი დაედო საფუძვლად დანიელ დეფოს ნაწარმოებს „რობინზონ კრუზო“.

დასახლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გასულ საუკუნეში, კუნძულზე არსებობდა ციხე-კოლონიები, სადაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პირები იხდიდნენ სასჯელს. 1927-1930 წლებში აქ იმყოფებოდა 160 პოლიტპატიმარი. კუნძულის დღევანდელ მოსახლეობას სწორედ ყოფილი პატიმრები შეადგენენ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]