ალეშანდრე პატო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფეხბურთი
ალექსანდრე პატო
STOP nuvola.svg
ეს თარგი აღარ გამოიყენება. გთხოვთ იხილოთ თარგი:ინფოდაფა ფეხბურთელის ბიოგრაფია ახალი სტანდარტების შესაბამისად.
Pato Emirates Cup 2010.jpg
პირადი მონაცემები
სრული სახელი ალექსანდრე როდრიგეს და სილვა
დაბ. თარიღი 2 სექტემბერი, 1989 (ასაკი 23)
დაბ. ადგილი პატო ბლანკო, ბრაზილია
სიმაღლე 179 სმ.
პოზიცია თავდამსხმელი
ინფორმაცია კლუბის შესახებ
კლუბი კორინთიანსი
ნომერი 7
კარიერა
კლუბები 2013- კორინთიანსი (ბრაზილია) 14(5)

ალექსანდრე როდრიგეს და სილვა (ინგლ. Alexandre Rodrigues da Silva; დ. 2 სექტემბერი, 1989, პატო ბრანკო, ბრაზილია) - მსოფლიოსთვის ცნობილი როგორც ალექსანდრე პატო, არის ბრაზილიელი თავდამსხმელი, რომელსაც კარიერის განმავლობაში ნათამაშები აქვს კლუბ “ინტერნასიონალში” (2001-2007) და იტალიურ გრანდ “მილანში”. მან როსონერისთან კონტრაქტი 2007 წლის აგვისტოში გააფორმა. მისი ერთ-ერთი ზედმეტსახელი, იხვი, მოდის იმ ქალაქიდან, სადაც დაიბადა- პატო ბრანკო (რაც ითარგმნება როგორც იხვი). მისმა სათამაშო სტილმა და შესაძლებლობებმა კი მას კიდევ ერთი ზედმეტსახელი შესძინეს- “ახალი რონალდო” 3 იანვარს 2013 წელს ალექსანდრე პატომ ხელი მოაწერა 4 წლიან კონტრაქტს საფეხბურთო კლუბ კორინთიანსთან. მისმა სატრანსფერო ღირებულებამ €15 მილიონი ევრო შეადგინა.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

პატომ ფეხბურთის თამაში 3 წლის ასაკში დაიწყო, ის მშობლიურ ქალაქში ფუტზალს თამაშობდა. ცოტა ხანში ტალანტის შესახებ მთელმა სამხრეთ ამერიკამ გაიგო და ალექსმაც პორტო ალეგრეს მიაშურა, რათა სინჯები გაეარა “გრემიოში”, რომელიც გულშემატკივარიც ბავშვობიდან იყო. მაგრამ, მისმა ოჯახმა გადაწყვიტა, რომ “გრემიოს” “ინტერნასიონალი” აჯობებდა და 2001 წელს 11 წლის ასაკში ბრაზილიელი ვუნდერკინდი შეუერთდა 83 ბავშვს, რომლებსაც სურდათ მსოფლიო დონის ვარსკვლავობა და ვარჯიში “ინტერნასიონალში” დაიწყო.

2006 წლამდე ის “ინტერნასიონალის” დუბლებში თამაშობდა, მაგრამ აშკარა იყო რომ გუნდს უდიდესი ტალანტი ეზრდებოდა. ძირითად გუნდში დებიუტი 2006 წლის 26 ნოემბერს შედგა. პატომ ტავისი წვლილი შეიტანა “სოსიედად ესპორტივა პალმეირასის” დამარცხებაში (4-1), მან 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, ერთი გოლი კი თავად გაიტანა. მას მუდამ ადარებდნენ მეორე ბრაზილელ სუპერვარსკვლავს, რონალდინიოს, რომელიც იმ დროს “ბარსელონა” რიგებში გამოდიოდა.

პატომვე გაიტანა “ინტერნასიონალის” პირველი გოლი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე. 13 დეკემბერს მისმა გუნდმა ნახევარფინალში ალ-აჰლი დაამარცხა ანგარიშით 1-0. ფინალში კი მათ “ბარსა” ელოდათ. ფინალური მატჩის წინ კი მოწინააღმდეგე გუნდის ლიდერმა რონალდინიომ მსოფლიო სელექციონერებს რჩევა მისცა: “ამ ბაშვს აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება!”, საუბარი რა თქმა უნდა პატოზეა. თუმცა ალექსმა ფინალურ შეხვედრაში ვერ გაამართლადა მწვრთნელს მისი შეცვლა მოუწია.

2007 წელსვე პატო ბრაზილიის ახალგაზრდული ნაკრების ლიდერად ჩამოყალიბდა. ის პარაგვაიში გამართულ სამხრეთ აფრიკის ახალგაზრდულ ჩემპიონატში გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 3 გატანილი გოლით. ამ წარმატებების შემდეგ მის სახელს ისეთ კლუბებს უკავშირებდნენ როგორებიცაა: “მილანი”, “ბენფიკა”, “იუვენტუსი”, “ინტერი”, “ლივერპული”, “ჩელსი”, “არსენალი” და “რეალი”. საბოლოოდ გამარჯვებული კი როსონერი გამოვიდა.

“მილანმა” პატო ოფიციალურად 2007 წლის 2 აგვისტოს გაიფორმა. მის ტრანსფერი სანაცვლოდ “ინტერნასიონალმა” 20 მილიონი ა.შ.შ. დოლარი ჩაიჯიბა. ასაკის გამო ალექსს 2008 წლის 3 იანვრამდე არ შეეძლო შავ-წითლების დახმარება, თუმცა კლუბს შეეძლო ფეხბურთელი გუნდში ევარჯიშებინდა და ამხანაგურ მატჩებში გამოეყენებინა. პატოს არაოფიციალური დებიუტი 2007 წლის 7 სექტემბერს შედგა კიევის “დინამოს” წინააღმდეგ, მან ამ მატჩში გოლის გატანა შეძლო.

ალქსმა ოფიციალურ სადებიუტო მატჩშიც მოახერხა გოლის გატანა ნაპოლის წინააღმდეგ(5-2). მან პირველი დუბლი 2008 წლის 27 იანვარს შეასრულა “ჯენოას” წინააღმდეგ(2-0). როსონერის რიგებში მას 54 მატჩი აქვს ჩატარებული, მეტოქის კარი კი 24-ჯერ აიღო. სულ პროფესიული კარიერის განმავლობაში(ანუ არ ითვლება “ინტერნასიონალის” დუბლებში გატანილი გოლები) 64 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ანუ თითქმის ყოველ მეორე შეხვედრაში გაქონდა, რაც საკმაოდ კარგი შედეგია. ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში 8 თამაშში მიიღო მონაწილეობა და ერთი ბრწყინვალე გოლის გატანაც მოახერხა.

მიღწევები[რედაქტირება]

საკლუბო მიღწევები: -სუდ-ამერიკის ჩემპიონი: 2007 (ინტერნასიონალი) -მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული: 2006 (ინტერნასიონალი) -უეფას სუპერ თასის გამარჯვებული: 2008 (მილანი) -მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული: 2008 (მილანი) -დუბაიში გამართული ამხანაგური ტურნირის გამარჯვებული: 2009 (მილანი)

საერთაშორისო მიღწევები: -კონფედერაციის თასი: 2009 -სამხრეთ ამერიკის ახალგაზრდული ჩემპიონატი: 2007 -სენდაის თასი: 2006 -ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი: 2008

პატოს ინდივიდუალური მიღწევები: -ბრაზილიის ახალგაზრდული ჩემპიოანტის საუკეთესო ბომბარდირი: 2006 -ბრაზილიის ახალგაზრდული ჩემპიონატის გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი: 2006 -სენდაის თასის საუკეთესო ბომბარდირი: 2006 -სენდაის თასის გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოანი ფეხბურთელი: 2006 -სერია-ას თვის ფეხბურთელი- იანვარი: 2009