ალექს როდრიგო დიას და კოსტა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსი
Alex
STOP nuvola.svg
ეს თარგი აღარ გამოიყენება. გთხოვთ იხილოთ თარგი:ინფოდაფა ფეხბურთელის ბიოგრაფია ახალი სტანდარტების შესაბამისად.
Alex Rodrigo Dias da Costa.jpg
პირადი მონაცემები
სრული სახელი ალექს როდრიგო დიას და კოსტა
დაბ. თარიღი 17 ივნისი, 1982 (1982-06-17) (32 წლის)
დაბ. ადგილი    ნიტეროი, ბრაზილიის დროშა ბრაზილია
სიმაღლე 188[1] სმ.
პოზიცია ცენტრალური მცველი
საკლუბო ინფორმაცია
ამჟ. კლუბი პსჟ
ნომერი 13
ახალგაზრდობის კლუბები
2000 ატლეტიკო იუვენტუსი
პროფესიული კლუბები1
წლები კლუბი მატჩი (გოლი)*
2001–2004
2004–2012
2004–2007
2012–
სანტოსი
ჩელსი
პსჟ (იჯარით)
პსჟ
57 (12)
87 (7)
84 (11)
23 (2)   
ეროვნული ნაკრები2
2004
2003-2012
ბრაზილია U23
ბრაზილია
8 (2)
18 (0)


2 ეროვნულ მატჩებში მონაწილეობა და გოლები სწორია
თარიღით 17:00, 11 ივნისი 2011 (UTC).
* მატჩებში მონაწილეობა (გოლები)

ალექს როდრიგო დიას და კოსტა (პორტ. Alex Rodrigo Dias da Costa; დ. 17 ივნისი, 1982; ნიტეროი, ბრაზილია), ცნობილი, როგორც ალექსიბრაზილიელი ფეხბურთელი, საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბ „პარი სენ-ჟერმენის“ და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი. ის ცნობილია გოლების გატანის უნარით, ძლიერი დარტყმით და ფიზიკური სიძლიერით.

2004 წელს იყიდა პრემიერ ლიგის კლუბმა ლონდონის „ჩელსიმ“. შემდეგ განათხოვრებულ იქნა ჰოლანდიის კლუბ „პსვ-ში“, სადაც ერედივიზია სამჯერ მოიგო კლუბთან ერთად. ჰოლანდიაში გატარებული სამი წარმატებული სეზონის შემდეგ ის დაბრუნდა „ჩელსიში“ 2007 წელს.[2]

საკლუბო კარიერა[რედაქტირება]

სანტოსი[რედაქტირება]

ალექსმა კარიერა დაიწყო „სანტოსში“, ბრაზილიაში. პირველ გუნდში მისი დებიუტი შედგა 2002 წელს და მას შემდეგ ის გახდა კლუბის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი. მისი დებიუტი შედგა „ფლუმინენსესთან“ ფრედ, 1-1 დასრულებულ მატჩში. იმ წელს „სანტოსმა“ მოიგო ჩემპიონატი, პირველად 1968 წლის შემდეგ.

ალექსი, დიეგო და რობინიო მიჩნეულნი არიან, როგორც ყველაზე ცნობილი გუნდი, რომელსაც უთამაშია „სანტოსში“.

2004 წელს ალექსმა კონტრაქტი გააფორმა ინგლისურ კლუბ „ჩელსისთან“, მაგრამ პრობლემები შეექმნა სამუშაო ვიზასთან დაკავშირებით და გაანათხოვრეს ჰოლანდიურ „პსვ ეინდჰოვენში“.[3]

პსვ (იჯარით)[რედაქტირება]

ალექსი „პსვ ეინდჰოვენში“ გადავიდა სამწლიანი იჯარით. კლუბში ის ასპარეზობდა 4 ნომრიანი მაისურით. „პსვ ეინდჰოვენში“ ასპარეზობისას მას მეტსახელად შეარქვეს „ტანკი“, თავისუფალი დარტყმების კარგად შესრულების და ფიზიკური ძალის გამო.[4]

ალექსი კლუბს შეუერთდა 2004-2005 წლების სეზონში და დაეხმარა კლუბს დუბლის შესრულებაში — მათ მოიგეს ერედივიზიაც და თასიც. იმ სეზონში ალექსმა ითამაშა ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „მილანთან“ 3-1 მოგებულ მატჩში (სან-სიროზე „მილანმა“ 2-0 გაიმარჯვა).

მან მომდევნო ორ სეზონში კვლავ მოიგო კლუბთან ერთად ქვეყნის ჩემპიონატი.

ჩელსი[რედაქტირება]

ჰოლანდიურ გაზეთ „ტელეეგრაფთან“ ინტერვიუში ალექსმა განაცხადა, რომ „ჩელსი“ აგვარებდა სამუშაო ვიზის პრობლემას და დიდი შანსი იყო, რომ მომავალ სეზონში ის გადასულიყო ლონდონურ კლუბში.[5] მოგვიანებით ალექსმა დაადასტურა, რომ „ჩელსიმ“ საბოლოოდ მოაგვარა ვიზის პრობლემა და ის შეუერთდებოდა კლუბს.

მას ინგლისში მუშაობის ნებართვა დართეს 2007 წლის 2 აგვისტოს. მან „ჩელსისთან“ გააფორმა სამწლიანი კონტრაქტი.

ალექსი თამაშობს „ჩელსიში“

14 აგვისტოს ის წარუდგინეს მედიას და გადაეცა 33 ნომრიანი მაისური. მისი დებიუტი კლუბის შემადგენლობაში შედგა 19 აგვისტოს, როცა შეცვლაზე შევიდა ფლორან მალუდას ნაცვლად „ლივერპულთან“ 85-ე წუთზე. ის მატჩი დასრულდა ფრედ, 1-1.

ალექსმა „ჩელსის“ მაისურით პირველი გოლი გაიტანა 2007 წლის 22 ოქტომბერს, „მიდლსბროსთან“ 30 იარდის მანძილიდან თავისუფალი დარტყმით. მან ასევე თავისუფალი დარტყმით გაიტანა 2007 წლის 28 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგაზე ნორვეგიულ „რუსენბორგთან“ მატჩში.[6]

პარი სენ-ჟერმენი[რედაქტირება]

2012 წლის 27 იანვარს ალექსი შეუერთდა „პარი სენ-ჟერმენს“ 4,2 მილიონი ევროს სანაცვლოდ.[7] მან ფრანგულ კლუბში გადასვლის მიზეზად დაასახელა ის, რომ „ჩელსის“ მწვრთნელი ანდრე ვილას-ბოაში არ აძლევდა მას საკმარის სათამაშო დროს.[8]

ალექსს გადაეცა 13 ნომრიანი მაისური, რომელიც ტავისუფალი იყო სემი ტრაორეს წასვლის შემდეგ.

ალექსის დებიუტი „პარი სენ-ჟერმენში“ შედგა 2012 წლის 12 თებერვალს „ნიცასთან“ ფრედ, 0-0 დასრულებულ მატჩში. შემდეგ კვირას, 19 თებერვალს მან გაიტანა პირველი გოლი 30 იარდიდან თავისუფალი სიტუაციის გათამაშების შემდეგ „მონპელიესთან“ მატჩში.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება]

ალექსის დებიუტი ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში შედგა 2003 წლის 17 ივლისს მექსიკასთან მატჩში კონკაკაფის ოქროს თასზე.

ალექსი არ გამოიძახეს 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. თუმცა, ახალი მწვრთნელის, დუნგას მოსვლის შემდეგ ის გახდა ნაკრების წევრი. ის ნაკრების შემადგენლობაში იყო 2007 წლის კოპა ამერიკის გათამაშებაზე, სადაც მონაწილეობა მიიღო არგენტინის ნაკრებთან 3-0 მოგებულ ფინალურ მატჩში. მან გამოტოვა 2009 წლის ფიფა-ს კონფედერაციის თასი ტრავმების გამო.

კარიერის სტატისტიკა[რედაქტირება]

საკლუბო კარიერის სტატისტიკა[რედაქტირება]

კლუბი ქვეყანა ჩემპიონატი სეზონი ჩემპიონატი ინგლისის თასი ლიგის თასი ევროთასები სხვა[9] ჯამში
მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
სანტოსი დროშა: ბრაზილია ბრაზილია ბრაზილიის ჩემპიონატი 2002 19 3 19 3
სანტოსი დროშა: ბრაზილია ბრაზილია ბრაზილიის ჩემპიონატი 2003 34 9 34 9
სანტოსი დროშა: ბრაზილია ბრაზილია ბრაზილიის ჩემპიონატი 2004 4 0 4 0
პსვ დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდი ერედივიზია 2004-05 27 3 13 2 40 5
პსვ დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდი ერედივიზია 2005-06 28 2 7 0 35 2
პსვ დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდი ერედივიზია 2006-07 29 6 2 1 8 2 39 9
ჩელსი დროშა: ინგლისი ინგლისი პრემიერ ლიგა 2007–08 28 2 2 0 3 0 6 1 0 0 39 3
ჩელსი დროშა: ინგლისი ინგლისი პრემიერ ლიგა 2008–09 24 2 6 1 2 0 9 1 0 0 41 4
ჩელსი დროშა: ინგლისი ინგლისი პრემიერ ლიგა 2009-10 16 1 6 0 1 0 2 0 1 0 26 1
ჩელსი დროშა: ინგლისი ინგლისი პრემიერ ლიგა 2010-11 15 2 0 0 1 0 4 0 0 0 20 2
ჩელსი დროშა: ინგლისი ინგლისი პრემიერ ლიგა 2011-12 3 0 0 0 3 0 3 0 0 0 9 0
პარი სენ-ჟერმენი დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი ლიგა 1 2011-12 23 2 0 0 1 0 4 3 0 0 27 4

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება]

განახლდა: 1 აპრილი 2009.[10][11][12][13][14][15]
ეროვნული ნაკრები კლუბი სეზონი მატჩი გოლი
ბრაზილია სანტოსი 2003 5 0
2004 0 0
პსვ 2004–2005 0 0
2005–2006 0 0
2006–2007 9 0
ჩელსი 2007–2008 3 0
2008–2011 0 0
პსჟ 2012 0 0
ჯამში 17 0
სანაკრებო მატჩები და გოლები
# თარიღი ადგილი მეტოქე შედეგი გოლი გათამაშება
2003
1. 13 ივლისი 2003 მეხიკო, მექსიკა მექსიკის დროშა მექსიკა 0–1 0 კონკაკაფის ოქროს თასი 2003 (ბრაზილია U23)
2. 16 ივლისი 2003 მეხიკო, მექსიკა ჰონდურასის დროშა ჰონდურასი 2–1 0 კონკაკაფის ოქროს თასი 2003 (ბრაზილია U23)
3. 19 ივლისი 2003 მაიამი, აშშ კოლუმბიის დროშა კოლუმბია 2–0 0 კონკაკაფის ოქროს თასი 2003 (ბრაზილია U23)
4. 23 ივლისი 2003 მაიამი, აშშ აშშ-ის დროშა აშშ 2–1 0 კონკაკაფის ოქროს თასი 2003 (ბრაზილია U23)
5. 27 ივლისი 2003 მეხიკო, მექსიკა მექსიკის დროშა მექსიკა 0–1 0 კონკაკაფის ოქროს თასი 2003 (ბრაზილია U23)
15 ნოემბერი 2003 სან-პაულუ, ბრაზილია ბრაზილიის დროშა კორინთიანსი 2–0 0 ამხანაგური (ბრაზილია U23)
18 ნოემბერი 2003 სანტოსი, ბრაზილია ბრაზილიის დროშა Santos 3–1 0 არაოფიციალური ამხანაგური (ბრაზილია U23)
2004
7 იანვარი 2004 კონსეფსიონი, ჩილე ვენესუელის დროშა ვენესუელა 4–0 0 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ეტაპი (ბრაზილია U23)
9 იანვარი 2004 კონსეფსიონი, ჩილე პარაგვაის დროშა პარაგვაი 3–0 0 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ეტაპი (ბრაზილია U23)
11 იანვარი 2004 კონსეფსიონი, ჩილე ურუგვაის დროშა ურუგვაი 1–1 0
15 იანვარი 2004 კონსეფსიონი, ჩილე ჩილეს დროშა ჩილე 1–1 1 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ეტაპი (ბრაზილია U23)
18 იანვარი 2004 ვალპარაისო, ჩილე კოლუმბიის დროშა კოლუმბია 3–0 1 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ეტაპი (ბრაზილია U23)
21 იანვარი 2004 ვალპარაისო, ჩილე არგენტინის დროშა არგენტინა 0–1 0 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ეტაპი (ბრაზილია U23)
23 იანვარი 2004 ვინია დელ-მარი, ჩილე ჩილეს დროშა ჩილე 3–1 0 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ეტაპი (ბრაზილია U23)
25 იანვარი 2004 ვინია დელ-მარი, ჩილე პარაგვაის დროშა პარაგვაი 0–2 0 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ეტაპი (ბრაზილია U23)
2005–2006
6 სექტემბერი 2005 სევილია, ესპანეთი ესპანეთის დროშა სევილია 1–1 0 არაოფიციალური ამხანაგური
2006–2007
6. 16 აგვისტო 2006 ოსლო, ნორვეგია ნორვეგიის დროშა ნორვეგია 1–1 0 ამხანაგური
7. 5 სექტემბერი 2006 ლონდონი, ინგლისი უელსის დროშა უელსი 2–0 0 ამხანაგური
7 ოქტომბერი 2006 ქუვეით სიტი, ქუვეითი ქუვეითის დროშა ალ-ქუვეით კაიფანი 4–0 0 არაოფიციალური ამხანაგური
8. 5 ივნისი 2007 დორტმუნდი, გერმანია თურქეთის დროშა თურქეთი 0–0 0 ამხანაგური
9. 26 ივნისი 2007 პუერტო-ორდასი, ვენესუელა მექსიკის დროშა მექსიკა 0–2 0 კოპა ამერიკა 2007
10. 1 ივლისი 2007 მატურინი, ვენესუელა ჩილეს დროშა ჩილე 3–0 0 კოპა ამერიკა 2007
11. 4 ივლისი 2007 პუერტო ლა-კრუსი, ვენესუელა ეკვადორის დროშა ეკვადორი 1–0 0 კოპა ამერიკა 2007
12. 7 ივლისი 2007 პუერტო ლა-კრუსი, ვენესუელა ჩილეს დროშა ჩილე 6–1 0 კოპა ამერიკა 2007
13. 10 ივლისი 2007 მარაკაიბო, ვენესუელა ურუგვაის დროშა ურუგვაი 2–2 0 კოპა ამერიკა 2007
14. 15 ივლისი 2007 მარაკაიბო, ვენესუელა არგენტინის დროშა არგენტინა 3–0 0 კოპა ამერიკა 2007
2007–2008
15. 21 ნოემბერი 2007 სან-პაულუ, ბრაზილია ურუგვაის დროშა ურუგვაი 2–1 0 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი
16. 6 თებერვალი 2008 დუბლინი, ირლანდიის რესპუბლიკა ირლანდიის დროშა ირლანდია 1–0 0 ამხანაგური
17. 26 მარტი 2008 ლონდონი, ინგლისი შვედეთის დროშა შვედეთი 1–0 0 ამხანაგური

ტიტულები[რედაქტირება]

სანტოსი[რედაქტირება]

  • ბრაზილიის სერია A (2): 2002 2004 2004

პსვ[რედაქტირება]

ჩელსი[რედაქტირება]

ბრაზილია[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Player Profile. http://www.psg.fr.
  2. Chelsea target Alex earns permit“, BBC Football, 2 August 2007. წაკითხვის თარიღი: 2 August 2007. 
  3. Piet De Visser – Internationaal Voetbalscout“, PSVZone. წაკითხვის თარიღი: 10 December 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან 30 June 2006-ში. 
  4. De Tank rolt naar Chelsea (Dutch). DePers.nl (16 July 2007). წაკითხვის თარიღი: 15 October 2010.
  5. Alex set on Chelsea move. Sky Sports. წაკითხვის თარიღი: 5 June 2007.
  6. Rosenborg 0–4 Chelsea“, BBC News, 28 November 2007. წაკითხვის თარიღი: 23 April 2010. 
  7. Alex completes £4.2m move from Chelsea to Paris Saint-Germain“, BBC, 27 January 2012. წაკითხვის თარიღი: 6 February 2012. 
  8. Alex completes move to PSG as defender ends Stamford Bridge misery“, Daily Mail, 27 January 2012. წაკითხვის თარიღი: 27 January 2012. 
  9. შეიცავს ინგლისის სუპერთასს.
  10. Seleção Brasileira (Brazilian National Team) 2002–2003. Rsssfbrasil.com. Retrieved 15 April 2012.
  11. Seleção Brasileira (Brazilian National Team) 2004–2005. Rsssfbrasil.com. Retrieved 15 April 2012.
  12. Seleção Brasileira (Brazilian National Team) 2006–2007. Rsssfbrasil.com. Retrieved 15 April 2012.
  13. Seleção Brasileira (Brazilian National Team) 2008–2009. Rsssfbrasil.com. Retrieved 15 April 2012.
  14. Seleção Brasileira Restritiva (Brazilian National Restrictive Team) 2000–2003. Rsssfbrasil.com. Retrieved 15 April 2012.
  15. Seleção Brasileira Restritiva (Brazilian National Restrictive Team) 2004–2008. Rsssfbrasil.com. Retrieved 15 April 2012.