ალექსი მოლჩანოვი (ეგზარქოსი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მთავარეპისკოპოსი ალექსი II (ალექსი ვასილის ძე მოლჩანოვი) — საქართველოს ეგზარქოსი (2 ნოემბერი, 191320 მაისი, 1914).

ალექსი დაიბადა ვიატკის გუბერნიის სარაპულის უეზდში, 1853 წელს, მღვდლის შვილი. 1885 წელს ეკურთხა სამღვდელოდ. 1888 წ. მიიღო ღვთისმეტყველების მაგისტრის წოდება. 1899 წელს აღიკვეცა ბერად. 1900 წელს არქიმანდრიტის ხარისხით დაინიშნა ყაზანის სასულიერო აკადემიის რექტორად, შემდგომ ეკურთხა აპქიეპისკოპოსად, ტობოლსკის მთავარეპისკოპოსად.

1913 წლის 2 ნოემბრიდან ალექსი საქართველოს ეგზარქოსია.[1]

მთავარეპისკოპოსი ალექსი გარდაიცვალა თბილისში 1914 წლის 20 მაისს. დაკრძალულია მშობლიურ სოფელში, ვიატკის გუბერნიაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. შალვა ამირეჯიბი. საქართველოს ახალი ეგზარხოსი. „კლდე“. # 33, ღვინობისთვე, 1913 წ. ;