ალექსია (იტალიელი მომღერალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალექსია (ნამდვილი სახელი ალესია აკუილანი, დ. 19 მაისი, 1967) — იტალიელი მომღერალი. სანამ 2000-იან წლებში იტალიურ ენაზე სიმღერების ჩაწერას დაიწყებდა, 1990-იან წლებში ინგლისურად მღეროდა. ჰქონდა რამდენიმე სინგლი საერთაშორისო ჰიტების სტატუსებით. სოლო კარიერამდე მღეროდა Ice Mc-ის ჩანაწერებზე.[1]

მსოფლიო მასშტაბით გაყიდული აქვს 6 მილიონი ჩანაწერი. აქვს 10 სინგლი, მოხვედრილი საუკეთესო 10-ეულებში, აქედან 4 - #1 პოზიციებზე, გაყიდვების მრავალი საერთაშორისო სერტიფიცირებით. ცხრაჯერ გამოვიდა Festivalbar-ზე და ოთხჯერ - სანრემოს მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, სადაც, გარდა კრიტიკოსთა დადებითი შეფასებებისა, სამჯერ მოხვდა მეორე პოზიციაზე, ხოლო პირველზე - 2003 წელს.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Alexia Biography. Sing365.com (2007-04-14). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-11. ციტირების თარიღი: 2010-03-22.