ალექსეი ბალაბანოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალექსეი ბალაბანოვი (დ. 25 თებერვალი, 1959, სვერდლოვსკი, რსფსრ, სსრკ — გ. 18 მაისი, 2013, სოლნეჩნოე, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი) — რუსი რეჟისორის, სცენარისტი, პროდიუსერი და მსახიობი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა სვერდლოვსკში. დაამთავრა ნ. დობროლიუვობის სახელობის ნიჟეგოროდის სახელმწიფო ლინგვისტური უნივერსიტეტი. 1981—1983 მსახურობდა საბჭოთაა არმიაში, სატრანსპორტო ავიაციაში. დაფრინავდა აფრიკასა და აზიაში.

რეჟისორის ასისტენტად მუშაობდა სვერდლოვსკის კინოსტუდიაში. 1990 год წელს დაამთავრა სცენარისტებისა და რეჟისორების უმაღლესი კურსები (ლ. ნიკოლაევისა და ბ. გალანტერის ექსპერიმენტული სახელოსნო).

1990 წლიდან ცხოვრობდა და მუშაობდა სანქტ-პეტერბურგში. 1992 წლიდან იყო კომპანიის „СТВ“ თანადამაარსებელი [1] - ამ კომპანიის დახმარებით მან გადაიღო ფილმების დიდი ნაწილი.

ალექსეი ბალაბანოვის მეუღლე ნადეჟდა ვასილიევა. ჰყავს ორი შვილი - პეტრე და თედორე.

გარდაიცვალა სანქტ-პეტერბურგთან, 2013 წლის 18 მაისს, გულის შეტევით. [2][3].

რეჟისორის ცნობილ ფილმებს შორის არის „ძმა“ (1997) და „ძმა 2“ (2000).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ალექსეი ბალაბანოვი: მახინჯებზე და ადამიანებზე. Look At Me (2011-03-24). ციტირების თარიღი: 2013-05-18.
  2. „გარდაიცვალა ალექსეი ბალაბანოვი“. Lenta.ru. 2013-05-18. ციტირების თარიღი: 2013-05-18.
  3. გარდაიცვალა ცნობილი რეჟისორი ალექსეი ბალაბანოვი[მკვდარი ბმული]