ალექსანდრე (ალიოშა) ჯაფარიძე

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე (ალიოშა) ჯაფარიძე
ბიოგრაფიული ცნობები
დაბადების თარიღი

20 თებერვალი, 1899

დაბადების ადგილი

ხრეითი, ჭიათურის მუნიციპალიტეტი

გარდაცვალების თარიღი

12 ოქტომბერი 1945

გარდაცვალების ადგილი

მწვერვალი უშბა

დაკრძალვის ადგილი

თბილისი

ეროვნება

ქართველი


ალექსანდრე (ალიოშა) ბიჭიას ძე ჯაფარიძე (დ. 20 თებერვალი, 1899, ხრეითი, ჭიათურის მუნიციპალიტეტი — გ. 12 ოქტომბერი 1945, მწვ. უშბა, დაკრძ. თბილისში, ვერის ბაღში) — ქართველი სპორტსმენი, ალპინისტი, მთამსვლელობის ორგანიზატორი და საქართველოს ალპური კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელი (1936), ქართული ალპინისტური სკოლის შემქმნელი. სსრკ სპორტის ოსტატი (1934), სპორტის დამსახურებული ოსტატი (1941), დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრო-მექანიკის ფაკულტეტი. შესრულებული აქვს ასზე მეტი ასვლა პამირისა და კავკასიონის მწვერვალებზე. საეტაპო და მნიშვნელოვანი იყო მისი ხელმძღვანელობით განხორციელებული პირველი ასვლები თეთნულდზე (1930), უშბაზე (1934), უსახელო მწვერვალზე პამირში (1936), ცენტრალური კავკასიონის მცირე (1938) და დიდი ტრავერსი (1940), ასვლები ახალი გზით მყინვარწვერზე (1931), 1943 წლის ზამთრის ასვლა უშბაზე.

პირველმა შეისწავლა და გამოიკვლია ხვამლის, ორხვის, ორპირის, ტვიშის, შიომღვიმისა და უფლისციხის გამოქვაბულები, კაცხის სვეტი. 1936-1940 და 1943-1945 წლებში იყო საქართველოს ალპური კლუბის თავმჯდომარე. ხსოვნის უკვდავსაყოფად მისი სახელი მიენიჭა მის მიერ დაარსებულ საქართველოს ალპურ კლუბს (1945), მწვერვალებს პამირსა და კავკასიონზე, სოფელ ხრეითში, მამაპაპეულ სახლში გახსნილია მთამსვლელ ჯაფარიძეთა მემორიალური სახლ-მუზეუმი (1983).

დაკრძალულია ვერის ბაღში თავისი და-ძმის გვერდით.

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ალექსანდრე ჯაფარიძე - „უშბა“, თბ., 1939
  • ალექსანდრე ჯაფარიძე - „პამირის მთებში“, თბ., 1940
  • ალექსანდრე ჯაფარიძე - „თეთნულდი“, თბ., 1948
  • ალექსანდრე ჯაფარიძე - „რჩეული ნაწერები“, თბ., 1949
  • კოტე ჯავრიშვილი -„მთის რაინდი“, თბ., 1962
  • ივანე ჯაფარიძე - „საბჭოთა ალპინიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლები“, ბუკლეტი, 1988
  • ივანე ჯაფარიძე - „მყინვარწვერიდან ევერესტამდე“, თბ,, 201!
  • ჯაფარიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 543, თბ., 1987 წელი.
  • ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი - ენციკლოპედიური ცნობარი, გვ. 328, თბ., 2003
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები