ალექსანდრე ფირცხალაიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე ფირცხალაიშვილი
დაბადების თარიღი 1888
ოზურგეთი
გარდაცვალების თარიღი 23 მარტი, 1965
თბილისი
მოქალაქეობა სსრკ
პროფესია ქართველი საბჭოთა ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ალექსანდრე ფირცხალაიშვილი (დ. 1888, ოზურგეთი — გ. 23 მარტი, 1965, თბილისი) — ქართველი საბჭოთა ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1942), პროფესორი (1945). საქართველოს სსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961). 1915 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1912 წელს უნივერსიტეტში სწავლის დროს კვალიფიკაციის ასამღლებლად მიავლინეს გერმანიაში, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ფირცხალაიშვილი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1929 წელს მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მუშაობდა გარდაცვალებამდე. კითხულობდა ლექციების კურსს სსრკ-ის ხალხთა ისტორიაში. იკვლევდა XIX საუკუნის საქართველოს ისტორიას, აგრეთვე საქართველო-რუსეთის ურთიერთობას. აქვს ნაშრომები სკოლაში ისტორიის სწავლების შესახებ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]