ალექსანდრე ფერსმანი
| ალექსანდრე ფერსმანი | |
ალექსანდრე ფერსმანი |
|
| დაბადების თარიღი: | |
|---|---|
| დაბადების ადგილი: | |
| გარდაცვალების თარიღი: | |
| გარდაცვალების ადგილი: | |
| სამეცნიერო სფერო: | |
| სამუშაოს ადგილი : |
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მინერალოგიის მუზეუმი |
| ალმა-მატერი: | |
| ცნობილია როგორც: |
გეოქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი |
| ჯილდოები და პრემიები: |
ლენინის სახელობის პრემია, |
ალექსანდრე ევგენის ძე ფერსმანი (რუს. Ферсман, Александр Евгеньевич; დ. 27 ოქტომბერი/8 ნოემბერი 1883, სანქტ-პეტერბურგი — გ. 20 მაისი 1945, სოჭი) — რუსი გეოქიმიკოსი და მინერალოგი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1919). სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1927-1929 წწ.). გეოქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ვლადიმერ ვერნადსკის (1863-1945) მოწაფე.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
ალექსანდრე ფერსმანმა 1907 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი. 1907-1909 წწ. მუშაობდა ალფრედ ფრანსუა ლაკრუასთან პარიზში და ვიქტორ მორიც გოლდშმიდტთან ჰაიდელბერგში.
- პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა მოსკოვის უნივერსიტეტში (1909-1911);
- სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს მდივანი (1924-1927 წწ);
- პრეზიდიუმის წევრი (1929-1945 წწ.);
- სსრკ მეცნიერებათა აკადემიის რადიუმის ინსტიტუტის (1922-1926 წწ.) დირექტორი;
- მინერალოგიური მუზეუმის (1919-1930 წწ.; ფერსმანის გარდაცვალების შემდეგ მუზეუმს მისი სახელი მიენიჭა) დირექტორი;
- მ.ლომონოსოვის სახელობის კრისტალოგრაფიის, მინერალოგიისა და პეტროგრაფიის ინსტიტუტის (1930-1939 წწ.) და გეოლოგიის მეცნიერებათა ინსტიტუტის (1942-1945 წწ) დირექტორი;
- სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ურალის ფილიალის (1932-1938 წწ.) და ს. კიროვის სახელობის კოლის სამეცნიერო-კვლევითი ბაზის (1930-1945 წწ.) თავჯდომარე.
[რედაქტირება] სამეცნიერო მოღვაწეობა
მისი შრომები უმთავრესად შეეხება დედამიწის ქერქში ელემენტების მიგრაციისა და კლარკების პრობლემებს, ბუნებრივი არაორგანული პროცესების ენერგეტიკული ანალიზის, პეგმატიტების გეოქიმიისა და რეგიონული გეოქიმიის საკითხებს. გეოქიმიური მეთოდების გამოყენებით იკვლევდა კოლის ნახევარკუნძულის, შუა აზიის, ურალისა და სხვა სასარგებლო წიაღისეულს. არის მრავალი სამეცნიერო-პოპურალური წიგნისა და წერილის ავტორი.
1943 წელს ფერსმანს მიენიჭა ლონდონის გეოლოგიური საზოგადოების უოლასტონის სახელობის პალადიუმის მედალი.
[რედაქტირება] ჯილდოები
ალექსანდრე ფერსმანი ვ.ი. ლენინის სახელობის პრემიისა (1929) და სსრკ სახელმწიფო პრემიის (1942) ლაურეატია. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით. სსრკ მეცნიერებათა აკადემიაში დაწესებული იყო ფერსმანის სახელობის პრემია.
[რედაქტირება] ხსოვნა
ფერსმანის სახელობისაა ორი მინერალი: ფერსმიტი და ფერსმანიტი. მისი სახელობისაა რამდენიმე გეოგრაფიული ობიექტი, მ.შ. მთა, უღელტეხილი; ფერსმანის სახელს ატარებს მთვარის ერთ-ერთი ვულკანური კრატერი. მოსკოვში არის ფერსმანის სახელობის ქუჩა.
[რედაქტირება] თხზულება
- Избр. тр., т. 1–7, М., 1952–62.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 272, თბ., 1986 წელი.
- Александр Евгеньевич Ферсман, 2 изд., М., 1964 (Материалы к биобиблиографии ученых СССР. Серия геологических наук, в. 19);
- Щербаков Д. И., А. Е. Ферсман и его путешествия, 2 изд., М., 1953.