ალექსანდრე საჯაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე საჯაია
დაბადების თარიღი 1916
დაბადების ადგილი ოდიში, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1944
საქმიანობა მწერალი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ალექსანდრე საჯაია (დ. 1916, ოდიში, ზუგდიდის რაიონი; გ. 1944) — ქართველი მწერალი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1940 წელს.

მისი პირველი ლექსი 1935 წელს გამოქვეყნდა, 1938 წელს პირველი პოეტური კრებული. ალექსანდრე საჯაიას კრებულებია: „ნაადრევი ვარდები“ (1987), „ჩემი ზღაპრები“ (1944 წ.), „ლექსები“ (1947 წ.), „ორი ზღაპარი“ (1949 წ.), „რჩეული“ (1955 წ.), „ლექსები“ (1967 წ.), „რჩეული“ (1970 წ.), „უთავო მეფე და დიდთავა მეფე“ (ზღაპარი სკოლამდელთათვის) (1973 წ.).

თარგმნილი აქვს შექსპირის, შელის, ედგარ პოს, ლონგფელისა და ლორდ რენდალის ნაწარმოები.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნაადრევი ვარდები : ლექსების კრებული (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1987. - 229გვ.
  • ლექსები (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა მწერალის გამ-ბა და სტ., 1947. - 108გვ.
  • ჩემი ზღაპრები : საბავშვო (ავტორი). - თბილისი, საბლიტგამი, 1944. - 26გვ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]