ალექსანდრე ობოლაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ობოლაძე.
ალექსანდრე ობოლაძე

ობოლაძის გასვენება ოზურგეთში
დაბადების თარიღი 1884
სხვავა, რაჭის მაზრა
გარდაცვალების თარიღი 10 თებერვალი, 1923
კვაჭალათი, ოზურგეთის მაზრა
საქმიანობა რევოლუციონერი, ტერორისტი
პარტია ბოლშევიკები
მშობლები მამა: კიმოთე ობოლაძე

ალექსანდრე (საშა) ობოლაძე (დ. 1884, სხვავა — გ. 10 თებერვალი, 1923, კვაჭალათი) — ქართველი რევოლუციონერი, და ტერორისტი, ბოლშევიკი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განათლება მიიღო ოზურგეთში, სადაც ის წაიყვანა ბიძამ, რომელიც ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელში ასწავლიდა. 1900 წელს ჩავიდა თბილისში სწავლის გასაგრძელებლად. 1901 წელს დაიწყო მუშაობა ასოთამწყობად. ასე მოხვდა რევოლუციურად განწყობილ ხალხში, მესტამბეთა წრეში. აქ გაიცნო და დაუკავშირდა გურულ რევოლუციონრებს: გაბრიელ და ვასო ურუშაძეებს და 1903 წლიდან ვანო ბოლქვაძეს. მოქმედებდა გურიაში, სადაც მისი თანამებრძოლები იყვნენ დათიკო შევარდნაძე, კიკია მამულაიშვილი, სამსონ მდინარაძე, თეოფილე მუხაშავრია.

1904 წლიდან ბაქოშია, სადაც 1905 წლის სექტემბერში გაასამართლეს მიხეილ ბრეგვაძესთან ერთად.[1] იმავე წელს მონაწილეობდა ნასაკირალის ბრძოლაში. 1905-06 წლებში მონაწილეობდა სასოფლო-სამეურნეო ბანკის გაძარცვაში. 1906 წელს სათავეში ჩაუდგა სამეხდრო-ტერორისტულ ორგანიზაციას

1922 წელს დანიშნული იყო ოზურგეთის მაზრაში ანტისაბჭოთა გამოსვლების ჩასახშობად. 1923 წელს გურიაში, სოფელ კვაჭალათში ტერაქტის შედეგად მოკლა ფირალმა გოგია ღლონტმა. დაკრძალული იყო ალექსანდრეს ბაღში, თბილისში.[2]

პოპულარულ კულტურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ობოლაძის მკვლელობის შესახებ შეიქმნა ხალხური ლექსი

ვიკიციტატა
„ატყდა სროლა კვაჭალათზე

ჩააძაღლეს ობოლაძე
გურიაში რა გინდოდა

თუ სიკვდილი არ გინდოდა“

გოგია ღლონტის მიერ საშა ობოლაძეზე ტერაქტის მოწყობის ისტორია ასახულია აკა მორჩილაძის მოთხრობაში „ცეცხლისმფრქვევლები“, რომლის მიხედვითაც გადაღებულია ანიმაციური ფილმი „გავარდნილები“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ე. გოგუაძე, „ხალხის ქომაგი გოგია ღლონტი“— თბილისი, 1991 წ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „ცნობის ფურცელი“ N2904 გვ. 2 — 1905 წ.
  2. ალექსანდრეს ბაღის ბოლშევიკური წარსული. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-26. ციტირების თარიღი: 2015-07-07.