ალექსანდრე ნეველის ორდენი (საბჭოთა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე ნეველის ორდენი (საბჭოთა)

ალექსანდრე ნეველის ორდენი (რუს. Орден Александра Невского) — საბჭოთა სამხედრო ორდენი; დაწესებულია სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1942 წლის 29 ივლისის ბრძანებულებით რუსი მხედართმთავრის ალექსანდრე ნეველის პატივისცამად. ამ ორდენით აჯილდოებენ საბჭოთა არმიის მეთაურთა შემადგენლობას ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისა და უნარიანი სარდლობისათვის. ალექსანდრე ნეველის ორდენი ვერცხლის ამოზნექილი, ლალისფრად მომინაქრებული ხუთქიმიანი ვარსკვლავია. შუაში ალექსანდრე ნეველის რელიეფური გამოსახულება აქვს. იბნევენ მკერდის მარჯვენა მხარეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]