ალექსანდრე ნადირაძე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალექსანდრე ნადირაძე

დაბადების თარიღი 20 აგვისტო 1914
დაბადების ადგილი გორი
გარდაცვალების თარიღი 3 სექტემბერი, 1987
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი
სამეცნიერო სფერო მექანიკა

ალექსანდრე დავითის ძე ნადირაძე (დ. 20 აგვისტო 1914, გორი — გ. 3 სექტემბერი 1987, მოსკოვი) — ქართველი სპეციალისტი გამოყენებითი მექანიკისა და მანქანათმშენებლობის დარგში. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1981). დაამთავრა მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტი (1940), ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1972). სკკპ წევრი 1944 წლიდან.

ნადირაძის სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულება იყო საფრენი აპარატების მექანიკა. მის მიერ დამუშავებულია საფრენი აპარატების რთული სისტემების აგების თეორიული და ტექნიკური პრინციპები. ორგზის სოციალისტური შრომის გმირი (1976, 1982).

ლენინური პრემიის ლაურეატი (1966).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]