ალექსანდრე ლუარსაბის ძე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საკუთარ სახელს "ალექსანდრე" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: ალექსანდრე

ალექსანდრე ლუარსაბის ძე (ბაგრატიონი) (გ. 1711), ქართველი სამხედრო მოღვაწე, ვახტანგ V-ის ძის, ლუარსაბის შვილი.

მსახურობდა ირანში; იყო შაჰის კარზე მყოფი ქართლის მეფის გიორგი XI-ის ნაცვალი ქირმანში, შემდეგ ავღანეთში. მეთაურობდა ავღანეთისა და ქირმანის ჯარების ქართულ რაზმებს (დაახლოებით 2 ათასი კაცი). ებრძოდა სპარსელთა წინააღმდეგ მირ ვაისის მეთაურობით აჯანყებულ ავღანელ და ბელუჯ ტომებს, დაიღუპა ყანდაართან ბრძოლაში.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ლ. ტუხაშვილი, ქსე, ტ. 1, გვ. 294, თბ., 1975