ალექსანდრე კრუბერი
|
ალექსანდრე კრუბერი |
||
|---|---|---|
| დაბადების თარიღი | 8 აგვისტო/22 აგვისტო 1871 | |
| დაბადების ადგილი | ვოსკრესენსკი (ახლანდელი ისტრა, მოსკოვის ოლქი) | |
| გარდაცვალების თარიღი | 15 დეკემბერი, 1941 | |
| გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი | |
| სამეცნიერო სფერო | გეოგრაფია | |
ალექსანდრე ალექსანდრეს ძე კრუბერი (რუს. Крубер, Александр Александрович; დ. 8 აგვისტო/22 აგვისტო 1871 — გ. 15 დეკემბერი, 1941, მოსკოვი) — რუსი გეოგრაფი. სპელეოლოგიის აღიარებული მკვლევარი. პროფესორი. რუსული და საერთოდ საბჭოთა კარსტოლოგიის ფუძემდებელი.
ალქსანდრე კრუბერი დაიბადა ვოსკრესენსკში (ახლანდელი ისტრა, მოსკოვის ოლქი). 1896 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი. 1919 წლიდან მოსკოვის უნივერსიტეტის გეოგრაფიის კათედრის გამგე. 1923-1927 წლებში იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. 1927 წლიდან აღარ მუშაობდა მძიმე ავადმყოფობის გამო. კარსტის ერთ-ერთი ცნობილი რუსი მკვლევარია. 1897 წლიდან სწავლობდა აღმოსავლეთ ევროპის ვაკის, ყირიმის, კავკასიის კარსტულ რაიონებს. მონაწილეობდა გეოგრაფიული სახელმძღვანელოებისა და ქრესტომათიების შედგენაში.
კრუბერის სახელობისაა ქედი კუნძულ იტურუპზე (კურილის კუნძულები), კარსტული უფსკრულები ყირიმის მთებსა და კავკასიონზე (კრუბერის გამოქვაბული).
თხზულებები [რედაქტირება]
- Гидрография карста, М., 1913;
- Карстовая область горного Крыма, М., 1915;
- Общее землеведение, 5 изд., ч. 1—3, М., 1938.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 43-44, თბ., 1983 წელი.
- Отечественные физико-географы и путешественники, М., 1959, с. 619—25 (имеется библ.).