ალექსანდრე გოგობერიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე გოგობერიშვილი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ალექსანდრე გოგობერიშვილი
დაბადების
თარიღი
26 თებერვალი, 1977 (1977-02-26) (47 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველოს სსრ
სიმაღლე 183 სმ
სათამაშო
პოზიცია
საყრდენი ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1992–1993 რკონი კასპი 8 (0)
1994–1995 დინამო თბილისი 1 (0)
1995 შევარდენი თბ. 6 (0)
1996 გურია ლანჩხუთი 11 (1)
1996–1997 მერანი თბილისი 34 (3)
1997 დინამო თბილისი 15 (3)
1998 ლოკომოტივი თბ. 13 (7)
1999–2000 ანჟი მაჰაჩყალა 10 (0)
2000–2001 ვიტ ჯორჯია 32 (7)
2002–2004 დინამო თბილისი 66 (10)
2004 ლოკომოტივი თბ. 14 (3)
2005–2008 სკ ბაქო 74 (7)
2008–2009 ყარაბაღი აღდამი 4 (0)
2009 ოლიმპიკი ბაქო 13 (1)
2009–2010 სიონი ბოლნისი 28 (6)
2010–2011 ბაია ზუგდიდი 9 (0)
2011 სიონი ბოლნისი 17 (1)
2011–2012 თურანი თოვუზი 32 (4)
2012–2013 გურია ლანჩხუთი 28 (14)
2013– სიონი ბოლნისი 38 (3)
ეროვნული ნაკრები
2001–2005 საქართველო 5 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ალექსანდრე 'ალეკო' გოგობერიშვილი (დ. 26 თებერვალი, 1977, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, ბოლნისის „სიონის“ საყრდენი ნახევარმცველი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარიერა დაიწყო კასპის საფეხბურთო კლუბ „რკონში“. 1994 წელს 1 მატჩი ჩაატარა თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. 1995-16 წლების სეზონი გაატარა 2 კლუბში, თბილისის „შევარდენსა“ და ლანჩხუთის „გურიაში“. 1996 —1997 წლების სეზონი გაატარა თბილისის „მერანში“, შემდეგ „დინამოში“ დაბრუნდა, სადაც მხოლოდ 6 თვე გაატარა და ასევე დედაქალაქის კლუბ „ლოკომოტივში“ გადავიდა. 1999-2000 წლებში ითამაშა მაჰაჩყალის „ანჟიში“, 2000 წელს დაბრუნდა საქართველოში და კარიერა „ვიტ ჯორჯიაში“ განაგრძო. 2002 წელს დაბრუნდა „დინამოში“, სადაც 2 სეზონი გაატარა.

2005 წელს აზერბაიჯანში გადავიდა და თამაში საფეხბურთო კლუბ „ბაქოში“ განაგრძო, რომელსაც ცნობილი აზერბაიჯანელი ფეხბურთელი და მწვრთნელი, ასკერ აბდულაევი წვრთნიდა. 2008-2009 წლებში ითამაშა ასევე აზერბაიჯანულ კლუბებში, აღდამის „ყარაბაღსა“[1] და ბაქოს „ოლიმპიკში“.[2]

2009 წლის აგვისტოში დაბრუნდა საქართველოში და ბოლნისის „სიონს“ შეუერთდა, შემდეგ ზუგდიდის „ბაიაში“ გადავიდა, უმაღლეს ლიგაში ჩატარებული 9 მატჩის შემდეგ „სიონში“ დაბრუნდა. 2011 —2012 წლების სეზონის საზაფხულო სატრანსფერო ფანჯრისას ასკერ აბდულაევის მიწვევით თოვუზის „თურანში“ გადავიდა[3] და პირველივე სეზონში 30 მატჩი ჩაატარა, 4 გოლის გატანა შეძლო. მასთან ერთად „თურანში“ ირიხებოდნენ ზურაბ ძამსაშვილი და გიორგი ბერიაშვილი. 2012 წლის აგვისტოში კლუბმა ლეგიონერებთან კონტრაქტი შეწყვიტა,[4] რის შემდეგაც ალექსანდრე გოგობერიშვილი სამშობლოში დაბრუნდა.

აზერბაიჯანიდან წამოსვლის შემდეგ მის ყოფილ კლუბს, ლანჩხუთის „გურიას“ შეუერთდა, რომელიც პირველ ლიგაში ასპარეზობდა. ლანჩხუთური კლუბი უმაღლეს ლიგაში აღზევების შემდეგ ბოლნისის „სიონში“ გადავიდა და ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვირდა.

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2001 —2005 წლებში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 5 მატჩი, ძირითად შემადგენლობაში დაიწყო 2 ამხანაგური შეხვედრა, კვიპროსისა და რუმინეთის წინააღმდეგ. მისი დებიუტი შედგა 2001 წლის 9 მაისს, აზერბაიჯანის წინააღმდეგ ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში, მან 46-ე წუთზე გიორგი შაშიაშვილი შეცვალა.[5]

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]