ალექსანდრე ბრეგაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია ფიზიოლოგს ეხება. პოლიტიკოს შესახებ იხილეთ სანდრო ბრეგაძე.
ალექსანდრე ბრეგაძე
დაბ. თარიღი 29 მარტი, 1901(1901-03-29)
დაბ. ადგილი ქუთაისი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 10 მაისი, 1978(1978-05-10) (77 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია საბურთალოს პანთეონი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა ფიზიოლოგი

ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ბრეგაძე (დ. 29 მარტი, 1901, ქუთაისი ― გ. 10 მაისი, 1978, თბილისი) ― ქართველი ფიზიოლოგი, პროფესორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1941), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1972).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1926 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრის ლაბორანტად, ასისტენტად (1928), დოცენტად (1930), პროფესორად (1940), კათედრის გამგედ (1960). ძირითადი ნაშრომები: „კვების ინდიციდური რეაქციების გამომუშავება შინაურ კურდღებზე“ (1929), „ძაღლის ინდივიდური რეაქცია რიგობით თვლაზე“ (1936), „ერთ და იმავე გამღიზიანებელზე მორიგეობით სხვადასხვაგვარ რეაქციათა გამომუშავება“ (1965) და სხვა. აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1937). დაჯილდოებულია ი. ჯავახიშვილის მედლით (1974, 1976).

დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]