ალექსანდრე ბაქარის ძე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „ალექსანდრე“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ალექსანდრე.
ალექსანდრე ბაქარის ძე. ა. ანტროპოვის ნახატი, 1761

ალექსანდრე ბაქარის ძე ბაგრატიონი (დ. დაახლ. 1724/1728; გ. 1791) — ქართლის სამეფო ტახტის პრეტენდენტი, ვახტანგ VI-ის შვილიშვილი, დაიბადა რუსეთში, იქვე მიიღო განათლება. ატარებდა გრუზინსკის გვარს, იყო გვარდიის ოფიცერი.

ალექსანდრე ქართლის ტახტის მემკვიდრე იყო და ვერ ურიგდებოდა ქართლში თეიმურაზ II-ის, შემდეგ ერეკლე II-ის მეფობას. ამიტომ ბაქარის გარდაცვალების შემდეგ (1750) დაიწყო ბრძოლა ქართლის სამეფო ტახტის ხელში ჩასაგდებად. 1763 წლიდან ფარულად ემზადებოდა საქართველოში წამოსასვლელად, მაგრამ სამშობლოში უნებართვოდ დაბრუნების ცდა ჩაეშალა. 1766 წელს ეკატერინე II-ის ბრძანებით სამხედრო წოდება ჩამოართვეს და სამშობლოში გამგზავრების ნება დართეს. 1767 წელს ალექსანდრე შირაზში ქერიმ-ხანთან მივიდა და დახმარება სთხოვა. ხანგრძლივი უნაყოფო ლოდინის შემდეგ იგი სოლომონ I-ის მიწვევით იმერეთში ჩავიდა და 1779 წელს, როდესაც ერეკლე ერევანს იყო სალაშქროდ, ქალაქში აჯანყების მოწყობა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. 1782 წელს ალექსანდრე ამილახვართან ერთად ფათალი-ხანთან გადავიდა დაღესტანში. ერეკლე II-ის თხოვნით რუსეთის მთავრობამ 1783 წელს ალექსანდრე შეიპყრო, მკაცრი პოლიციური ზედამხედველობა დაუწესა და გადაასახლა სმოლენსკში, სადაც პატიმრობაში გარდაიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება]