ალექსანდრე ბასილაია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე ბასილაია

ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ბასილაია (დ. 11 მარტი, 1942, თბილისი – გ. 3 ოქტომბერი, 2009, გერმანია), ქართველი კომპოზიტორი, ანსამბლ „ივერიის“ სამხატვრო ხელმძღვანელი. საქართველოს სახალხო არტისტი (1987).

ბიოგრაფია[რედაქტირება]

1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (კონტრაბასის კლასი, ხელმძღვანელი ნ. სავჩენკო). 1963 წლიდან მუშაობდა მუშობდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში ჯერ პიანისტ-აკომპანიატორად, 1968 წლიდან კი - ვოკალურ-საკრავიერი ანსამბლის „ივერიის“ ხელმძღვანელად და სოლისტად. ბასილაია ძირითადად საესტრადო ჟანრში მუშაობდა. იგი ავტორია მრავალი საესტრადო სიმღერისა, რომელთაგან აღსანიშნავია „თეთრი ფიფქრბი“ (ჯ. ჩარკვიანის ლექსზე), „მოგონებანი“ (კ. კვეიძის ლექსზე), „სიყვარულის ზღაპარი“, „გულო, ჩადექ საგულესა“, „ახალგაზრდული“ (მ. ფოცხიშვილის ლექსებზე), „სიმღერა საქართველოზე“ (ლექსი ნ. მალაზონიასი) და სხვა.[1] ანსამბლ „ივერიისათვის“ დაწერა მიუზიკლები: ჩხიკვთა ქორწილი (1979), არგონავტები (1980), „შლაგერი, შლაგერი“ (1985), „თოვლის ბებოს ზღაპარი“ (1986), ფიროსმანი და სხვა.[2] ამავე ანსამბლისათვის მან არაერთი ქართული ხალხური სიმღერა დაამუშავა. ანსამბლთან ერთად კონცერტები გამართა ყოფილი სსრკ და საზღვარგარეთის სხვა ქვეყნებში (პოლონეთი, ბოლივია, ჩეხოსლოვაკია, გერმანია, კუბა, მექსიკა, პორტუგალია).

მას ეკუთვნის არაერთი ცნობილი ქართული საესტრადო სიმღერა, ქართული კინოსა და მულტიპლიკაციური ფილმებისთვის შექმნილი მუსიკა. ალექსანდრე ბასილაის ბოლო ნამუშევარია მუსიკალური კომპოზიცია სახელწოდებით - „რაღაც დასრულდა“, რომლის პრეზენტაციაც რამდენიმე ხნის წინ გაიმართა.[1]

გარდაიცვალა გერმანიაში, სადაც მკურნალობის კურს გადიოდა. დაავადებული იყო ფილტვის კიბოთი. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ფილმოგრაფია[რედაქტირება]

კომპოზიტორი ფილმებისა
გადაღებულია ფილმებში

სქოლიო[რედაქტირება]