ალექსანდრე არუთინიანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალექსანდრე გრიგოლის ძე არუთინიანი (დ. 23 სექტემბერი, 1920, ერევანი, სომხეთი), სომეხი კომპოზიტორი და პიანისტი, ერევნის კონსერვატორიის პროფესორი, სომხეთის სახალხო არტისტი (1970).

ნაწარმოებები:„კანტატა სამშობლოზე“ (1948, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1949), , საზეიმო უვერტურა (1940), სიმფონია (1957), ვოიკალურ-სიმფონიური პოემა „თქმულება სომეხ ხალხზე“ (1961), კონცერტინო ხუთი ჩასაბერი საკრავისათვის (1964), კონცერტი კოლორატურული სოპრანოსათვის (1949), სიმფონიეტა (1966), „ოდა ლენინს“ (1967), ოპერა „საიათნოვა“ (დაიდგა 1969) და სხვა ნაწარმოებები. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით.

ლიტერატურა[რედაქტირება]