ალექსანდრე არსენიშვილი
ალექსანდრე (ალი) ილიას ძე არსენიშვილი (დ. 1892, სოფ. დაბაძველი, ახლანდელი ტყიბულის მუნიციპალიტეტი ― გ. 14 ნოემბერი, 1939, თბილისი), ქართველი კრიტიკოსი და მთარგმნელი.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1913 წლიდან აქვეყნებდა ლიტერატურულ წერილებს რუსულ და ქართულ პრესაში. 1918 წლიდან „ცისფერყანწელებს“ მიემხრო. 30-იანი წლების დასაწყისში არსენიშვილი მაქსისტულ-ლენინურ ესთეტიკურ პოზიციაზე დადგა. არსენიშვილის წერილებში, რომლებიც გამოირჩევა ერუდიციითა და ფაქიზი გემოვნებით, განხილულია ქართველი, რუსი და უცხოელი მწერლების შემოქმედება, ესთეტიკური საკითხები. არსენიშვილმა თარგმა პ. მერიმეს, თ. დრაიზერის და სხვა ნაწარმოებები.
მის სახელს უკავშირდება საქართველოში ანჩისხატის ეკლესიის გადარჩენა. იმ დღეს, როდესაც კომუნისტებს უნდა დაეწვათ ეკლესია, არსენიშვილი შევიდა შიგნით ერთი მატრასით, კარები ჩაკეტა შიგნიდან და ეკლესიის შიგნით მანამდე დარჩა, ვიდრე ადგილობრივ კომუნისტებს არ გადაათქმევინა ეკლესიის დაწვა.[საჭიროებს წყაროს მითითებას]
არსენიშვილმა თავის ახალგაზრდობაშივე ჩამოაყალიბა თბილისში მუზეუმი, სადაც ინახებოდა მაშინდელი ქართული კულტურის სხვადასხვა ექსპონანტები.[საჭიროებს წყაროს მითითებას]
[რედაქტირება] ლიტერატურა
- წულუკიძე ი., ქსე, ტ. 1, გვ. 586, თბ., 1975
ალექსანდრე არსენიშვილი · შალვა აფხაიძე · ვალერიან გაფრინდაშვილი · შალვა კარმელი (გოგიაშვილი) · პაოლო იაშვილი · სერგო კლდიაშვილი · გიორგი ლეონიძე · ნიკოლო მიწიშვილი · კოლაუ ნადირაძე · გრიგოლ რობაქიძე · ტიციან ტაბიძე · სანდრო ცირეკიძე