ალექსანდრე ანდრონიკაშვილი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (დ. 1871 — გ. 1923) — ქართველი მხედართმთავარი და თავისუფლებისათვის მებრძოლი. ანდრონიკაშვილი მსახურობდა რუსეთის იმპერიულ ჯარში. პირველი მსოფლიო ომის დროს გენერლის წოდება მიიღო. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მსახურობდა გენერალურ შტაბში.

1921 წლის ოკუპაციის შემდეგ ანდრონიკაშვილი გახდა ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. იყო დამოუკიდებლობის კომიტეტის („დამკომი“) სამხედრო ცენტრის წევრი.

1923 წლის თებერვალში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სტუდენტთა კომიტეტის წევრმა კ. მისაბიშვილმა გასცა სამხედრო ცენტრი. 1923 წლის 19 მაისს ალექსანდრე ანდრონიკაშვილი დააპატიმრეს. მასთან ერთად დააპატიმრეს სამხედრო ცენტრის წევრები: გენერალი კოტე აფხაზი (სამხედრო ცენტრის ხელმძღვანელი), გენერალი ვარდან წულუკიძე, პოლკოვნიკი როსტომ მუსხელიშვილი, პოლკოვნიკი ელიზბარ გულისაშვილი, პოლკოვნილი ალექსანდრე მაჭავარიანი, პოლკოვნიკი გიორგი ხიმშიაშვილი, როტმისტრი ლევან კლიმიაშვილი, როტმისტრი სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი, პოლკოვნიკი დიმიტრი ჩრდილელი, კაპიტანი ფარნაოზ ყარალაშვილი, იასონ კერესელიძე (გენერალ ლეო კერესელიძის უმცროსი ძმა), სიმონ ჭიაბრიშვილი, ივანე ქუთათელაძე და ნიკოლოზ ზანდუკელი. 1923 წლის 20 მაისს ისინი დახვრიტეს თბილისში, დღევანდელი „ვაკის პარკის“ ტერიტორიაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • საქართველოს ს.ს. რესპუბლიკის საგანგებო კომისიისაგან. ინტერპარტიული კომიტეტის სამხედრო შტაბის აღმოჩენა. განაჩენი.- გაზ. "კომუნისტი", N 115, 1923 წ. 25 მაისი.
  • საქმე საქართველოს ანტისაბჭოთა პარტიების პარიტეტული კომიტეტის შესახებ (საბრალმდებლო დასკვნა). ტფილისი, 1925.