ალექსანდერ ჰუმბოლდტის ფონდი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალექსანდერ ჰუმბოლდტის ფონდი (გერმ. Alexander von Humboldt-Stiftung) — გერმანიის სახელმწიფოს ფონდი, რომელიც აფინანსებს საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებს. სპონსორობას უწევს როგორც ახალგაზრდა დამწყებ ისე აღიარებულ მეცნიერებს. ძირითადად აფინანსებს უცხოელ მეცნიერთა ყოფნას და კვლევას გერმანიაში, როგორც წესი 6-დან 24-თვემდე. ფონდი ასევე გასცემს სხვადასხვა ჯილდოებს და პრემიებს საერთაშორისო აღიარების მქონე მეცნიერთათვის. ახალგაზრდა მეცნიერთათვის ძირითადად გაიცემა ჰუმბოლდტის სტიპენდია, ხოლო გამოჩენილი მეცნიერთათვის ჰუმბოლდტის პრემია და ჰუმბოლდტის პროფესურა. ეს უკანასკნელი დაარსდა 2008 წელს. იმ წელს ის რვა გამოჩენილ მეცნიერს მიენიჭა, რომელთაგან ერთი-ერთი იყო ცნობილი ქართველი ფიზიკოსი გიორგი დვალი. ქართველ მეცნიერთაგან ჰუმბოლტის პრემიით სხვადასხვა დროს დაჯილდოვდნენ ენათმეცნიერი თამაზ გამყრელიძე, არქეოლოგი ოთარ ლორთქიფანიძე და მათემატიკოსი თეიმურაზ ფირაშვილი.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე