ალექსანდერ გრეიამ ბელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალექსანდერ გრეიამ ბელი

ალექსანდერ გრეიამ ბელი
ალექსანდერ გრეიამ ბელი
დაბადების თარიღი 3 მარტი, 1847
დაბადების ადგილი ედინბურგი, შოტლანდია
გარდაცვალების თარიღი 2 აგვისტო, 1922
გარდაცვალების ადგილი ბადეკი, ახალი შოტლანდია, კანადა
სამეცნიერო სფერო გამომგონებელი
ალმა-მატერი ედინბურგის უნივერსიტეტი
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი
ცნობილია როგორც ტელეფონის ერთ-ერთი გამომგონებელი
AGB Signature.svg

ალექსანდერ გრეიამ ბელი[1] (ინგლ. Alexander Graham Bell; დ. 3 მარტი, 1847 — გ. 2 აგვისტო, 1922) — ტელეფონის ერთ-ერთი გამომგონებელი. წარმოშობით შოტლანდიელი. დაამთავრა ედინბურგის და ლონდონის უნივერსიტეტები. ბაბუამისის ხელმძღვანელობით სწავლობდა რიტორიკას. 16 წლის ასაკში ვესტონ-ჰაუსის აკადემიაში გახდა რიტორიკისა და მუსიკის მასწავლებელი. 1865 წელს საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა, სადაც მუშაობა დაიწყო ასისტენტად, მამამისთან — ლონდონის უნივერსიტეტის რიტორიკის პროფესორთან. 1870 წელს ბელის ოჯახი გადასახლდა ბრანტფორდში (ონტარიოს პროვინცია, კანადა). 1872 წელს ბელმა ბოსტონში გახსნა ყრუთა სკოლის მასწავლებელთა მოსამზადებელი სასწავლო დაწესებულება. 1873 წლიდან მეტყველების ორგანოების ფიზიოლოგიის პროფესორია ბოსტონის უნივერსიტეტში. 1876 წელს აშშ-ში აიღო პატენტი მის მიერ გამოგონებულ ტელეფონზე, შემდეგ კი მემბრანაზე და არმატურაზე. სხვებთან ერთად გამოაქვეყნა შრომები და აიღო პატენტი ბგერის ჩაწერისა და აღწარმოების დარგში (1884-1886).[2]

1898 წელს ბელი აირჩიეს ბოსტონის სმითსონის ინსტიტუტის გამგეობის წევრად. ბელის სხვა გამოგონილებებიდან არის — ედისონის ფონოგრაფის სრულყოფა, მოქნილი ელერონების გამოყენება უხეშ საყრდენ ზედაპირთან ერთად თვითმფრინავების ფრენის მართვისთვის. ბელმა გამოაქვეყნა 100-მდე სტატია და მიიღო 30 პატენტი. მინიჭებული ჰქონდა ალესანდრო ვოლტას პრემია. 1877 წელს დაჯილდოვდა საპატიო ლეგიონის ორდენით.[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]