ალემანია
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ალემანია |
||||
|
||||
|---|---|---|---|---|
ალემანია (ყვითლად) და ზემო ბურგუნდია (მწვანედ) X საუკუნეში |
||||
| დედაქალაქი | არ იყო არჩეული | |||
| მართველობის ფორმა | მონარქია | |||
| ისტორია | ||||
| - მიგრაციის პერიოდი | ადრეული შუა საუკუნეები | |||
| - ალემანები იპყრობენ ზემო გერმანიას | III საუკუნე | |||
| - ექცევა ფრანკთა იმპერიის სიუზერენის ძალაუფლების ქვეშ | 496 | |||
| - ტომობრივი საჰერცოგო აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფოში | 843 | |||
| - საღვთო რომის იმპერიის შექმნა | 911 | |||
ალემანია — ტერიტორია რომელზეც გერმანული ტომი ალემანები 213 წელს ზემო გერმანია-რეტიის ლიმესის გადალახვის შემდეგ ცხოვრობდა.
ალემანებმა III საუკუნეში დაიპყრეს ტრიტორიები მაინის ბასეინში და IV საუკუნეში რაინის მარცხენა სანაპიროზე არსებული რომაული დასახლებები.
ალემანებს IV-V საუკუნეებში მართავდნენ ტომების მეფეები კონუნგები. ალემანიას დამოუკიდებლობა VI საუკუნეში ფრანკთა იმპერიამ დააკარგვინა და 911 წელს საღვთო რომის იმპერიის ჩამოყალიბების შემდეგ ის შვაბიის საჰერცოგო გახდა. X-XIII საუკუნეებში ტერმინი შვაბია ხშირად ალემანიის ნაცვლად გამოიყენებოდა.
ალემანიის ტერიტორია რომელსაც ის VII-IX საუკუნეებში მოიცავდა დღეს დაახლოებით ემთხვევა გერმანიის რეგიონ შვაბიას, ელზასს საფრანგეთში და შვეიცარიის ზეგანის აღმოსავლეთ ნაწილს.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- Reuter, Timothy. Germany in the Early Middle Ages 800–1056. New York: Longman, 1991.