ალდე დედოფალი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ალდე დედოფალი, გიორგი I-ის მეორე ცოლი, ოსთა მეფის ასული. ქმრის გარდაცვალების შემდეგ შვილთან - დემეტრე უფლისწულთან ერთად ცხოვრობდა ანაკოფიის ციხეში. 1032 წელს, ბაგრატ IV-თან შინადინასტიური ბრძოლების დროს, მან და დემეტრემ ანაკოფია ბერძნებს გადასცეს. დემეტრე უფლისწულის გარდაცვალების შემდეგ ალდე დედოფალი შვილიშვილთან (დემეტრეს შვილთან) ერთად ოსეთში დასახლდა.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 2, თბ., 1965;
- ქსე, ტ. 1, გვ. 285, თბ., 1975
სტატიის