ალდაბრა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ატოლი ალდაბრა*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

NASA Aldabra Atoll.jpg
NASA-ს ფოტო
ქვეყანა სეიშელის დროშა სეიშელის კუნძულები
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები vii, ix, x
სია იუნესკოს სია
რეგიონი** აფრიკა
კოორდინატები 9°24′00″ ს. გ. 46°22′00″ ა. გ. / 9.40000° ს. გ. 46.36667° ა. გ. / -9.40000; 46.36667
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1982  (მე-6 სესია)
ნომერი 185
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 185
რუს.ინგლ.ფრ.

ალდაბრა — მსოფლიოს მეორე უდიდესი მარჯნის ატოლი, მდებარეობს ინდოეთის ოკეანეში, ალდაბრას კუნძულების ჯგუფში, წარმოადგენს სეიშელის კუნძულების კუთვნილებას. დაუსახლებელი და ექსტრემალურად იზოლირებული ალდაბრა ადამიანთაგან ფაქტიურად ხელშეუხებელია. მას გააჩნია განსხხვავებული, კუნძულის ფაუნა, რომელიც მოიცავს ალდაბრის გიგანტურ კუებს. 1982 წლიდან ატოლი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

ალდაბრა პირველად 1511 წელს პორტუგალიელმა მეზღვაურებმა მოინახულეს. ის ბევრად ადრე იყო ცნობილი არაბებისთვის, რომლებისგანაც მან თავის სახელი მიიღო. XVIII საუკუნის შუა წლებში, ჯგუფი საფრანგეთის რეუნიონის კოლონიის შემადგენლობაში შევიდა, საიდანაც გიგანტური კუების დასაჭერად ექსპედიციები ეწყობოდა.

1810 წელს, მავრიკი, რეუნიონი, სეიშელები და სხვა კუნძულები დიდი ბრიტანეთის მფლობელობაში შევიდა. შემდგომში რეუნიონი კვლავ საფრანგეთს დაუბრუნდა, ალდაბრა კი სეიშელის სხვა კუნძულებთან ერთად მავრიკმა მიიღო. კუნძულის წინა მოსახლეობას სეიშელელი ემიგრანრები წარმოადგენდნენ. XIX საუკუნეში აქ მეზღვაურები ჩერდებოდნენ და კუებზე თავდასხმებს ახორციელებდნენ, რომლებსაც ისინი საკვებად იყენებდნენ. 1842 წელს, ორი გემი იუწყებოდა, რომ მათ 1200 კუ დაიჭირეს. 1900 წლისთვის ისინი გაქრობის პირას მივიდნენ და ხშირად ეკიპაჟს ერთი კუს საპოვნელად სამი დღე სჭირდებოდა.[1]

1965 წლიდან ატოლი ბრიტანეთის ინდოეთის ოკეანის ტერიტორიებს მიეკუთვნებოდა, 1976 წელს კი ახლად დამოუკიედებლობამოპოვებული სეიშელის კუნძულების შემადგენლობაში შევიდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Carpin, Sarah,(1998) Seychelles, Odyssey Guides, p.162, The Guidebook Company Limited, Retrieved on June 22, 2008