ალბრეხტ II (სრი)
ვიკიპედიიდან
| ალბრეხტ II | |
| Albrecht II | |
| საღვთო რომის იმპერიის, გერმანიის, უნგრეთის და ჩეხეთის მეფე | |
| მმართ. დასაწყისი: | 1438 |
|---|---|
| მმართ. დასასრული: | 27 ოქტომბერი 1439 |
| წინამორბედი: | სიგიზმუნდი |
| მემკვიდრე: | ფრიდრიხ III |
| დაბ. თარიღი: | 1397 |
| გარდ. თარიღი: | 27 ოქტომბერი 1439 |
| მეუღლე: | ელისაბეტი სიგიზმუნდის ასული |
| დინასტია: | ჰაბსბურგები |
ალბრეხტ II ჰაბსბურგი (გერმ. Albrecht II. von Habsburg) (1397 - 27 ოქტომბერი 1439) გერმანიის მეფე და საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი ჰაბსბურგების გვარიდან, უნგრეთის, და ჩეხეთის მეფე. ზეობდა 1438-1439 წლებში. 1421 წლიდან დაქორწინებული ელისაბეტზე, იმპერატორ სიგიზმუნდის ასულზე (1409 - 1442).
[რედაქტირება] ბიოგრაფია
ალბრეხტი მტკიცე და სასტიკი ხასიათის იყო, თუმცა მან სახელი გაითქვა როგორც, სამართლიანმა მმართველმა. ალბრეხტი, ჯერ კიდევ სიგიზმუნდის ზეობისას გახდა უნგრეთის მეფე და იმპერატორის ნაცვალე ჩეხეთში. ამის გარდა 1438 წლის მარტში კურფიურსტებმა იგი აირჩიეს გერმანიის მეფედ. წერენ რომ მას არ სურდა გერმანიის მეფობა და არჩევის შემდეგაც ყოყმანობდა. ეს ზედმეტი თავმდაბლობით კი არ იყო გამოწვეული, არამედ უამრავი პრობლემით რაც გადასაჭრელი იყო თურქების მიერ აოხრებულ უნგრეთში და ჰუსის მოძრაობით გატაცებულ ჩეხეთში. იგი დათანხმდა გერმანიის ტახტზე იმ პორობით, რომ გერმანიაში მხოლოდ ორი წლის შემდეგ ჩავიდოდა.
ჩეხეთში სიგიზმუნდთან დაპირისპირებული რადიკალი ჰუსიტები არ ცნობდნენ ალბრეხტს, ხოლო სიგიზმუნდის გარდაცვალების შემდეგ, ისინი შეიკრიბნენ ტაბორში და მეფედ პოლონელი პრინცი კაზიმირი გამოაცხადეს. პრაღაში კორონაციის შემდეგ ალბრეხტმა გაილაშქრა ტაბორიტების წინააღმდეგ და დაამარცხა ისინი, და ქალაქ ტაბორს ალყა შემოარტყა. ტაბორი პოლონელმა მხედართმთავარმა გიორგი პოდებრატმა იხსნა, რომელმაც ალბრეხტს აიძულა პრაღისკენ დახევა. თუმცა მალე პოლონეთის მეფე შეურიგდა ალბრეხტს და შეწყვიტა ტაბორიტების მხარდაჭერა.
ჩეხეთში მდგომარეობის დარეგულირებამ ალბრეხტს საშუალება მისცა უნგრეთისთვის მიეხედა, რომელიც თურქების მიერ იყო აოხრებული. თურქები ტრანსელვანიაში შეიჭრნენ და 70 000 ადამიანი მონად წაიყვანეს. ალბრეხტმა ლაშქრობა გამოაცხადა, მაგრამ ლაშქრობამდე მოუწია დიდებულებთან დათმობებზე წასვლა. ამ დათმობების თანახმად მეფეს შეეძლო პალატინების დანიშვნა მხოლოდ მაგნატთა პალატის თანხმობით და მეფის გადაწყვეტილებები სეიმს უნდა დაემტკიცებინა. მიუხედავად დათმობებისა უნგრელები მაინც ძალიან ცუდად იბრძოდნენ. ლაშქარი სამარცხვინოდ გაიფანტა ბრძოლამდე.
ალბრეხტი ავად გახდა და მოკვდა გრანას მახლობლად პატარა დასახლებაში.
[რედაქტირება] წყარო
- Рыжов, K. (1999). Энциклопедия - Все монархи мира - Западная Европа. Вече, Москва.
ლუდვიგ II · კარლმანი · ლუდვიგ III · კარლ III · არნულფ ფონ კერნტენი · ლუდვიგ IV · კონრად I · ჰაინრიხ I · ოტო I · ოტო II · ოტო III · ჰაინრიხ II · კონრად II · ჰაინრიხ III · ჰაინრიხ IV · ჰაინრიხ V · ლოთარ III · კონრად III · ფრიდრიხ I · ჰაინრიხ VI · ოტო IV · ფრიდრიხ II · ჰაინრიხ (VII) · კონრად IV · ვილჰელმ ჰოლანდიელი · რიჩარდი, კორნუელის გრაფი · ალფონსო X კასტილიელი · რუდოლფ I · კონრად II · ადოლფ ფონ ნასაუ · ალბრეხტ I · ჰაინრიხ VII · ლუდვიგ IV · კარლ IV · ვენცელი · რუპრეხტ I · იობსტ მორავიელი · ზიგისმუნდი · ალბრეხტ II · ფრიდრიხ III · მაქსიმილიან I · კარლ V · ფერდინანდ I · მაქსიმილიან II · რუდოლფ II · მათიასი · ფერდინანდ II · ფერდინანდ III · ფერდინანდ IV · ლეოპოლდ I · იოზეფ I · კარლ VI · კარლ VII ალბრეხტი · ფრანც I შტეფანი · იოზეფ II · ლეოპოლდ II · ფრანც II ·

