ალბერტ კანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალბერტ კანის ჯენერალ მოტორსის შენობა (ამჟ. კადილაკის), დეტროიტი, მიჩიგანი

ალბერტ კანი (Albert Kahn) (* 21 მარტი, 1869 ― გ. 8 დეკემბერი, 1942) — თავისი დროის წამყვანი არტ-დეკოს მიმდევრობის ამერიკელი ინდუსტრიული არქიტექტორი. 11 წლის ასაკში გერმანიიდან დეტროიტში ჩამოვიდა 1880 წელს. მალევე არქიტექტურულ ფირმაში ”მეისონ ენდ რაისი” შეგირდის სამსახურს იწყებს. გამორჩეული ნიჭის წყალობით ერთ წლიან სტიპენდიას იგებს ევროპაში სასწავლებლად, სადაც ის კიდევ ერთ ახალგაზრდა არქიტექტურის სტუდენტთან ჰენრი ბეკონთან მიემგზავრება. ამ უკანასკნელს ეკუთვნის ვაშინგტონში ლინკოლნის მემორიალის პროექტი.

ალბერტ კანმა საკუთარი არქიტექტურული პრაქტიკა 1895 წელს დააარსა. მან დაამუშავა მშენებლობის ახალი სტილი, სადაც ქარხნების კედლებში, სახურავსა და სარყდენებში არმირებული ბეტონი გამოიყენა ხის ნაცვლად. ამას შედეგად უკეთესი ცეცხლგამძლეობა მოჰყვა, ამასთან გაიზარდა ინტერიერის დაუბრკოლებელი მარგი მოცულობა. პაკარდ მოტორ ქარ კომპანის ქარხანა აშენებული 1907 წელს ამ პრინციპით შექმნილი პირველი ნაგებობა იყო.

პაკარდის ქარხნის წარმატებამ კანის პროექტებით ჰენრი ფორდი დააინტერესა. შედეგად კანი აპროექტებს ფორდ მოტორ კომპანის ჰაილენდ პარკის ქარხანას 1909 წელს, სადაც ფორდმა მოდელი T-ის წარმოების კონსოლიდაცია მოახდინა და დახვეწა ასაწყობი ხაზი. მოგვიანებით, 1917 წელს კანი აპროექტებს ნახევარი მილის სიგრძის ”ფორდ რივერ რუჟის” ქარხანას. რუჟი გახდა აშშ-ში უდიდეს საწარმოო კომპლექსად, სადაც ერთდროულად 120.000 მუშა მუშაობდა. ამგვარი წარმატების შემდეგ კანის პროექტით ყველა წამყვანი ინდუსტრიული კომპანია დაინტერესდა და მისი გებგვერდის მტკიცებით უკვე ”1938 წლისთვის კანის ფირმას აშშ-ის ქარხანათა 20% ჰქონდა დაპროექტებული”.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: