ალბერტ ზაფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალბერტ ზაფი
ალბერტ ზაფი
ალბერტ ზაფი (მარცხნივ)
მადაგასკარის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
27 მარტი, 1993 – 5 სექტემბერი, 1996
წინამორბედიდიდიე რაცირაკა
მემკვიდრენორბერტ რაცირაონანა

დაბადებული1 მაისი, 1927
ამბილუბე
გარდაცვლილი13 ოქტომბერი, 2017
სენ-პიერი, საფრანგეთი
მეუღლეტერეზა ზაფი[1]

ალბერტ ზაფი (მალაგ. Albert Zafy; დ. 1 მაისი, 1927, ამბილუბე, მადაგასკარი — გ. 13 ოქტომბერი, 2017, სენ-პიერი, საფრანგეთი) — მადაგასკარელი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. მადაგასკარის პრეზიდენტი 1993-1996 წლებში.

1992 წლის არჩევნებში პირველ ტურში მიიღო ხმების 45 %[2], მეორე ტურში კი 66,74 %[3] და დაამარცხა მოქმედი პრეზიდენტი დიდიე რაცირაკა. 1993 წლის ივნისში მისმა მომხრეებმა ურავლესობა მოიპოვეს პარლამენტშიც. 1996 წელს რაცირაკას მომხრეებმა მოაწყვეს საპროტესტო დემონსტრაცია ზაფის ხელისუფლების წინააღმდეგ. ეროვნულმა ასამბლეამ მისი იმპიჩმენტის საკითხი დააყენა და 4 სექტემბერს უზენაესი სასამართლოც დაეთანხმა იმპიჩმენტს[4]. 5 სექტემბერს გადადგა და დაინიშნა ახალი არჩევნები. 29 დეკემბერს გამართულ არჩევნების მეორე ტურში მიიღო ხმების 49,29 % და დამარცხდა დიდიე რაცირაკასთან[2].

აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწეოდა თანამდებობიდან გადადგომის შემდეგაც.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]