ალაჯის ბრძოლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალაჯის ბრძოლები 1877, რუსეთ-ოსმალეთის ომის (1877-1878) დროს კავკასიის ფრონტზე ყარსის აღმოსავლეთით, ალაჯის მთის (თანამედროვე ალაჯადაღი) რაიონში სექტემბერ-ოქტომბერში გამართული ორი ბრძოლა.

რუსეთის კავკასიის კორპუსმა (სარდალი გენერალი მ. ლორია-მელიქოვი) ვერ გაუძლო შემოტევას, ყარსს ალყა მოხსნა და კურიუკ-დარ-ბაშგედიქლერის პოზიციებისაკენ დაიხია. ოსმალთა ჯარის მთავარმა ძალებმა მუხთარ-ფაშის სარდლობით 7-19 ივლისს დაიკავეს ალაჯის სიმაღლეები. რუსეთის ჯარის (56 ათასი კაცი, 220 ზარბაზანი) შეტევა მტერმა (38 ათასი კაცი, 74 ზარბაზანი) კონტრშეტევით მოიგერია. 27 სექტემბერს/9 ოქტომბერს რუსეთის ჯარი კვლავ გადავიდა შეტევაზე და მარჯვენა ფრთის გარშემოვლით მოწინააღმდეგის ზურგში შეიჭრა. 3-15 ოქტომბერს გენერალ ივანე ლაზარევის რაზმმა იერიშით აიღო გამაგრებული ავლიარის მთა და ოსმალებს ყარსისაკენ დასახევი გზა გადაუჭრა. ოსმალთა არმია განადგურდა (დაიღუპა და დაიჭრა დაახლოებით 5-6 ათასი კაცი, 8,5 ათასი ტყვედ ჩავარდა. რუსეთის ჯარმა დაკარგა 1,5 ათ. კაცი). 13-25 ოქტომბერს რუსეთის ჯარი კვლავ შემოერტყა ყარსს და 6-18 ნოემბერს იერიშით აიღო. ალაჯის ბრძოლებში რუსებმა ჯარის მართვისათვის პირველად გამოიყენეს ფართოდ სატელეგრაფო კავშირი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]