ალალი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალალი
Falco columbarius NAUMANN.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ფრინველები
რიგი: შავარდნისნაირნი
ოჯახი: შავარდნისებრნი
გვარი: შავარდენი
სახეობა: ალალი
ლათინური სახელი
Falco columbarius
დაცვის სტატუსი
Falco columbarius

ალალი (Falco columbarius), ფრინველი შავარდნისნაირთა რიგისა. ალალის სხეულის სიგრძეა 30-35 სმ, წონა - 150-200 გრამი. დედალი მამალზე დიდია. ზურგი მუქი რუხი ფერისა აქვს, მუცელი წითური. ალალი გვხვდება ევროპის, აზიისა და ამერიკის ტყეებსა და ტყე-ტუნდრის ზონაში, აგრეთვე აზიის ველებსა და მთებში. ბუდეს იკეთებს ხეზე, კლდის ნაპრალებში, ბუჩქნარში ან მიწაზე. დებს 3-5 კვერცხს. ინკუბაციური პერიოდი 28 დღემდე გრძელდება. იკვებება უმეტესად პატარა ფრინველებით, რომლებსაც ფრენის დროს იჭერს, ჭამს მღრღნელებსა და მწერებსაც. ალალის ქვესახეობათაგან ზამთრობით საქართველოში გვხვდება ჩვეულებრივი და აღმოსავლეთციმბირული ალალი.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • მ. კუტუბიძე, ქსე, ტ. 1, გვ. 264, თბ., 1975

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე