ალავერდი-ხანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ უნდილაძე.

ალავერდი-ხანი (გ. 24 მაისი, 1614) — ირანის სარდალი და პოლიტიკური მოღვაწე. გამაჰმადიანებული ქართველი (საქართველოდან ტყვედ წაიყვანეს ბავშვობაში), გვარად უნდილაძე. ირანის ჯარის პირველი ყულარაღასი, ფარსის ბეგლარბეგი, აბას I-ის სამხედრო რეფორმების ერთ-ერთი აქტიური გამტარებელი. როგორც სარდალმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ოსმალეთთან ომში (1603—1612). ისპაანში ააშენა ხიდი მდ. ზენდერუდზე, რომელსაც დღესაც მისი სახელი ჰქვია. აბას I-ის ბრძანებით ალავერდი-ხანი დიდი პატივით დაკრძალეს მეშჰედში. ირანში ალავერდი-ხანის შვილებიც დაწინაურდნენ. უფროსმა იმამყული-ხანმა მამის სიკვდილის შემდეგ ფარსის ბეგლარბეგობა მიიღო, ხოლო უმცროსმა დაუდ-ხანმა — ყარაბაღისა.

ალავერდი-ხანის მიერ აგებული 33-თაღიანი ხიდი ისფაჰანში

ერთ-ერთი ვერსიით, ალავერდი-ხან უნდილაძე შაჰის ბრძანებით მოკლეს, რადგან ფაქტობრივად იგი შაჰზე გავლენიან პიროვნებას წარმოადგენდა.

წყარო[რედაქტირება]

  • ისქნდერ-ბეგ თორქმანი [ისქანდერ მუნში], თარიხ-ე ალამ არაი-ე აბბასი (ქვეყნის დამამშვენებელი ისტორია აბასისა), [წგნ.] 1-2, თეირანი, 1956-1957;

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • გაბაშვილი ვ. უნდილაანთ ფეოდალური სახლი XVI-XVII სს. ირანში (ქართული წყაროების მიხედვით), კრ.: მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის საკითხები, [ტ.] 2, თბ., 1972;
  • კუცია კ., კავკასიური ელემენტი სეფიანთა ირანის პოლიტიკურ სარბიელზე, იქვე, [ტ.]1, თბ., 1963;
  • ფალსაფი ნ., ზენდეგანი-ე შაჰ-ე აბბას-ეავვალ (შაჰ-აბას I-ის ცხოვრება), [წგნ.] 2, თეირანი, 1956;