ალადინი (საუნდტრეკი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალადინი
კინომუსიკა
სხვადასხვა შემსრულებელი
გამოცემის თარიღი 31 ოქტომბერი, 1992
ჩაიწერა 1992
ჟანრი საუნდტრეკი
ხანგრძლივობა 49:54
ლეიბლი Walt Disney
პროდიუსერი ალან მენკენი
ტიმ რაისი
ვალტერ აფანასიევი
უოლტ დისნეის ანიმაციური სტუდიები — ქრონოლოგია
მზეთუნახავი და მხე­ცი
(1991)
ალადინი
(1992)
მეფე ლომი
(1994)
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic5/5 stars[1]
Filmtracks3/5 stars[2]

უოლტ დისნეის ანიმაციური სტუდიების ფილმ ალადინის საუნდტრეკი გამოვიდა 1992 წელს, ლეიბლზე Walt Disney. მუსიკის ავტორია ალან მენკენი, ხოლო ტექსტის - ჰოვარდ ეშმენი და ტიმ რაისი. მენკენი და ეშმენი მუშაობდნენ ამ პროექტზე 1991 წლამდე, სანამ ეშმენი შიდსი-ს დაავადების შედეგად გარდაიცვლებოდა.

ფილმში გამოყენებულია შემდეგი ძირითადი სიმღერები (არა ინსტრუმენტული კომპოზიციები):

  • Arabian Nights (ეშმენი) - შესავალი, რომელსაც ასრულებს ვაჭარი. სინამდვილეში სიმღერა უფრო ხანგრძლივია, მისი ნაწყვეტი ჟღერს ფილმში ჯაფარის დაბრუნება, მოგვიანებით კი შეტანილი იქნა სატელევიზიო სერიალში. სიმღერის რეპრიზაც კი იყო დაწერილი. იგი საბოლოოდ შეტანილი იქნა ანიმაციურ ფილმში ალადინი და ქურდების მეფე.
  • One Jump Ahead (რაისი) - ალადინის სიმღერა, აგრაბას ქუჩებში გაქცევისას. თითქმის იგივე არის ფილმში შეტანილი One Jump Ahead (რეპრიზა).
  • Friend Like Me (ეშმენი) - ჯინის სიმღერა, რომელშიც იგი უხსნის ალადინს, რომ მას არ ეყოლება ასეთი მეგობარი.
  • Prince Ali (ეშმენი) - ჯინის სიმღერა, სადაც იგი წარუდგენს პრინც ალის აგრაბას და განსაკუთრებით, სულთანს.
  • A Whole New World (რაისი) - ალადინისა და ჯასმინის სასიყვარულო სიმღერა, რომელსაც ისინი ასრულებენ ხალიჩით მოგზაურობისას. სიმღერამ მიიღო ოსკარი, გრემი და ოქროს გლობუსი - ეს უკანასკნელი წლის ორიგინალური სიმღერისათვის.
  • Prince Ali (რეპრიზა) (რაისი) - ჯაფარის სიმღერა. ჯაფარი აღმოაჩენს, რომ ალადინი მხოლოდ ქუჩის მაწანწალაა.

კომპილაციაში Classic Disney: 60 Years of Musical Magic შეტანილია „A Whole New World“ (პირველი დისკი), ხოლო „One Jump Ahead“ შეიტანეს მეორე დისკში. პირველი სიმღერა ასევე არის კრებულში Disney's Greatest Hits.

აგრეთვე დაწერილი იქნა რვა სიმღერა, რომელიც ამოღებული იქნა პროექტიდან (მათი უმრავლესობა ჯაფარის მიერ სრულდებოდა). 2004 წლის სპეციალურ DVD გამოცემაში შესაძლებელია ამ სიმღერების მოსმენა (დამატებით მასალებში), ასევე არის ერთგვარი მუსიკალური კლიპი, Proud of Your Boy (კლეი ეიკენის სიმღერა). იგივე ვერსია შეტანილია კრებულში DisneyMania 3. სიმღერების დემო-ვერსიების მოსმენა შესაძლებელი გახდა კომპილაციაზე Music Behind the Magic. DVD დისკზე ასევე არის You Can Count On Me (დერეკ იანგი), „Humiliate the Boy“ და „Why Me“.

2014 წლის აპრილისთვის ჩანაწერი აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი საუნდტრეკი იყო, 2.481.000 გაყიდული ასლით.[3]

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა სიმღერის მუსიკის ავტორი — ალან მენკენი.

ორიგინალური გამოცემა (1992) და რემასტერი (2001)
#სახელწოდებატექსტიშემსრულებელიხანგრძლივობა
1.„Arabian Nights“ (*)ჰოვარდ ეშმენიბრიუს ადლერი 
2.„Legend of the Lamp“ (მონოლოგი - რობინ უილიამსი) (ორკესტრული) 
3.„One Jump Ahead“ტიმ რაისიბრედ კეინი 
4.„Street Urchins“ (ორკესტრული) 
5.„One Jump Ahead (რეპრიზა)“რაისიბრედ კეინი 
6.„Friend Like Me“ეშმენირობინ უილიამსი 
7.„To Be Free“ (ორკესტრული) 
8.„Prince Ali“ეშმენირობინ უილიამსი 
9.„A Whole New World“რაისიბრედ კეინი და ლეა სალონგა 
10.„Jafar's Hour“ (ორკესტრული) 
11.„Prince Ali (Reprise)“რაისიჯონათან ფრიმენი 
12.„The Ends of the Earth“ (ორკესტრული) 
13.„The Kiss“ (ორკესტრული) 
14.„On a Dark Night“ (ორკესტრული) 
15.„Jasmine Runs Away“ (ორკესტრული) 
16.„Marketplace“ (ორკესტრული) 
17.„The Cave of Wonders“ (ორკესტრული) 
18.„Aladdin's Word“ (შეტანილია სიმღერის When You Wish upon a Star ფრაგმენტი) (ორკესტრული) 
19.„The Battle“ (ორკესტრული) 
20.„Happy End in Agrabah“ (**) (ორკესტრული) 
21.„A Whole New World (Aladdin's Theme)“რაისიპიბო ბრაისონი და რეჯინა ბელი 

(*) ტექსტები შეიცვალა გვიანდელ გამოცემებში. (*) 1992 წლის აუდიოკასეტაზე განსხვავებული მუსიკალური ფრაგმენტებიც ჟღერს

სპეციალური გამოცემა
#სახელწოდებატექსტიშემსრულებელიხანგრძლივობა
22.„Proud of Your Boy (დემო)“ჰოვარდ ეშმენიალან მენკენი 
23.„High Adventure (დემო)“ეშმენიალან მენკენი და ჰოვარდ ეშმენი 

გამოუცემელი კომპოზიციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Arabian Nights (ინსტრუმენტული) [1:20]
  2. Legend of the Lamp (თანმხლები ტექსტის გარეშე) [1:17]
  3. Jafar Plots [0:31]
  4. Aladdin on the Run [0:31]
  5. One Jump Ahead (ინსტრუმენტული) [2:22]
  6. One Jump Ahead Reprise (ინსტრუმენტული) [1:01]
  7. Princess Jasmine / The Sultan Gives Away His Ring [3:22]
  8. Aladdin and Jasmine / The Guards Arrive [3:55]
  9. Jasmine Confronts Jafar / Jafar in Disguise [2:37]
  10. The Cave of Wonders (სრული ვერსია) (დაახლოებით 1 წთ და 28 წმ. არ იქნა შეტანილი კომერციულ CD გამოცემებში) [6:23]
  11. Aladdin Unconscious / The Genie [1:27]
  12. Friend Like Me (ინსტრუმენტული) [2:25]
  13. Leaving the Cave of Wonders / The Sultan Upbraids Jafar / Iago's Idea [2:55]
  14. Aladdin’s First Wish / Creating Prince Ali [2:02]
  15. Prince Ali (ინსტრუმენტული) [2:49]
  16. The Sultan's Magic Carpet Ride [0:55]
  17. On the Balcony [4:05]
  18. A Whole New World (სრული ვერსია) [2:45] (ვერსია, რომელიც ჟღერს ფილმში, შეიცავს ორკესტრულ 15 წამიან შესავალს, რასაც თავად სიმღერა მოჰყვება)
  19. Aladdin Almost Drowns [1:58]
  20. Jasmine Chooses a Suitor / Jafar Knows Aladdin’s Secret / Aladdin's Dilemma [1:05]
  21. Prince Ali Reprise (ინსტრუმენტული) [1:05]
  22. Jafar as Sultan / Aladdin Returns... Again [2:18]
  23. Friend Like Me Reprise (ჟღერს ფინალური ტიტრების წინ) [0:40]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Allmusic-ის მიმოხილვა
  2. Filmtracks-ის მიმოხილვა
  3. Paul Grein (April 30, 2014). „Chart Watch: Sell 14K Albums, Make The Top 10“. Yahoo Music.