აკინჯები
აკინჯები (თურქ. akıncı „მომთაბარეები, მძარცველები“) — ირეგულარული თურქული კავალერია. ისინი ძირითადად დაზვერვისათვის გამოიყენებოდნენ, მაგრამ აკინჯები ასევე ხალხს ძარცვავდნენ და აშინებდნენ, სუთანის ჯარის მოძრაობის მარშრუტებზე, მოსახლეობის დასაშინებლად. მათი რაოდენობა აღემატებოდა 30 000 კაცს. იანიჩარებთან და სიპაჰებთან ერთად ისინი ოსმალეთის იმპერიის ძირითად ჯარებს შეადგენდნენ.
აკინჯები მსუბუქად შეიარაღებული ცხენოსანი მშვილოსნები იყვნენ. მათი შეიარაღება ტყავის აბჯართ და მშვილდ-ისრით შემოიფარგლებოდა. მათ არ შეეძლოთ ქალაქის ან ციხესიმაგრის შტურმის დროს მონაწილეობა, ამიტომ სულთანი მათ სასაზღვრო რეიდებსა და საზღვრების დაზვერვას ანდობდა. იმის შემდეგ რაც იმპერიამ, 1595 წელს რიგი ბრძოლები წააგო, მთავრობა იძულებული გახდა აკინჯები ოფიციალურად გაუქმებულად გამოეცხადებინა.
სტატიის