აკვარიუმის თევზები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აკვარიუმის თევზები — თევზების სახეობები, რომლებსაც ზოოპარკის, სამეცნიერო დაწესებულების, სკოლისა და მოყვარულთა აკვარიუმებში აშენებდნენ. აკვარიუმის თევზები ბუნებაში უმეტესად სუბტროპიკულ და ტროპიკულ წყლებში ბინადრობენ. ამიტომ აკვარიუმის წყალი ოთახის ტემპერატურისა უნდა იყოს. ზღვის თევზების აკვარიუმში შენახვა საკმაოდ ძნელია. უმრავლესობა პატარა ზომისაა. აქვს მკვეთრი შეფერილობა, სხეულის ნაირგვარი, ზოგჯერ უცნაური აღნაგობა. აკვარიუმის თევზებია ჩვეულებრივი ოქროს თევზი, ტელესკოპი, გურამი, დანიო, კალიქთისი, გუპია, ქარაცინუსი, ქორჭილა, გოჭალა, ზემოთური, მარდულა, გამბუზია და სხვა.

აკვარიუმის თევზებზე დაკვირვებას გარკვეული შემეცნებითი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით მოსწავლეებისათვის. ზოგიერთ აკვარიუმის თევზებზე ატარებეგ გენეტიკურ ცდებს. შორეული ჰიბრიდიზაციის შედეგად მიღებულია აკვარიუმის თევზების მრავალი ახალი ჯიში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]