აკარნანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აკარნანი (ბერძნ. Ἀκαρνάν) — ალკმეონისა და კალიროეს ვაჟი. კალიროე ზევსს შეევედრა, რომ მისი ვაჟები მალე გაზრდილიყვნენ, რათა მოსწრებოდა მათგან მამის მკვლელისათვის სამაგიეროს მიზღვას. ზევსმა შეისმისნა ქალის ვედრება და მისი შვილები მსწაფლ ძლევამოსილ გმირებად აქცია. მათ სამაგიერო მართლაც გადაუხადეს მამის მკვლელს — აიღეს და მიწასთან გაასწორეს ფსოტიდა ბეოტიაში. მოპოვებუული განძეულობა — ჰარმონიას სამკაულები და პეპლოსი დელფოს სამისნოს შესწირეს. ლეგენდის თანახმად, აკარნანი აკარნანიის დამაარსებელი და ეპონიმია.