აკა მორჩილაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგი ახვლედიანი (მრავალმნიშვნელოვანი).
აკა მორჩილაძე
დაბადების თარიღი 10 ნოემბერი, 1966(1966-11-10) (57 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ[1] [2] [3]
ფსევდონიმი აკა მორჩილაძე
საქმიანობა მწერალი[4] [5] და ისტორიკოსი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჟანრი რომანი, მაგიური რეალიზმი და დეტექტივი
Magnum opus სანტა ესპერანსა
ჯილდოები პრემია „საბა“

აკა მორჩილაძე (ნამდვილი სახელი — გიორგი ახვლედიანი; დ. 10 ნოემბერი, 1966) — ქართველი პოსტმოდერნისტი მწერალი, ისტორიკოსი და სცენარისტი. ლიტერატურული პრემია „საბას“ ექვსგზის ლაურეატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1988 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა. აქვე მუშაობს ბოლო 17 წლის განმავლობაში. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ადრეულ 90-იან წლებში პარალელურად იგი საპარლამენტო სხდომების მიმომხილველად მუშაობდა „რეზონანსისთვის“ და სხვა რამდენიმე ბულვარული გაზეთისთვის; მუშაობდა თსუ-ს ლაბორანტად 1988–1991 წლებში, მასწავლებლად 1991 წლიდან;[6]

თვითონ თავს უვარგის ჟურნალისტს უწოდებს — „ჩვენთან მწერლად ყოფნა სულ სხვა რამეა, დანარჩენ მსოფლიოში კი, სულ სხვა. ამიტომ, მე მწერლად თავს ვერ ჩავთვლი. ჩემის მოკლე ჭკუით, ამას ისა სჯობს, რომ აღიარო, წერა მსიამოვნებს და ვწერ, ვინაიდან ამის უფლება ყველას აქვს-თქო.“

მისი მთავარი ლიტერატურული ნამუშევრები რომანებია: „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“ (1995), „მოგზაურობა ყარაბაღში„ (1992), „აგვისტოს პასიანსი“ (2001), „სხვანი„ (2002), „შობის ღამის ალქაჯები“ (2002), „სანტა ესპერანსა“ (2004), მადათოვის ტრილოგია („გადაფრენა მადათოვზე და უკან“, „გაქრები მადათოვზე?“, „ვეშაპი მადათოვზე“) (1998-2004) და სხვ. რომანი „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“ მოგვიანებით ადაპტირებულ იქნა პიესად და პირველად 1999 წელს დაიდგა სანდრო ახმეტელის თეატრში. მასში 1992-93 მძიმე წლების ქართული ცხოვრებაა აღწერილი. მისი წიგნები საქართველოში ბესტსელერებია (2003 წელს მას 15.000 ასლი ჰქონდა გაყიდული).

ექვსჯერ აქვს მიღებული ლიტერატურული პრემია „საბა“ საუკეთესო რომანისთვის 2003, 2005, 2006, 2010, 2012 და 2019 წლებში. 2010 წელს მისმა რომანმა „მამლუქმა“ მიიღო ილიას უნივერსიტეტის პრემია წლის საუკეთესო რომანისთვის.

გამოცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]