აირშირული ჯიში
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
აირშირული ჯიში — მსხვილი რქოსანი საქონლისა, სარძეო მიმართულების ჯიში. გამოიყვანეს XVIII საუკუნეში შოტლანდიაში (ერის საგრაფო). ადგილობრივი საქონელს ჰოლანდიური და შორტჰორნის ჯიშები შეაჯვარეს (სისხლის ჩართვის მეთოდით). აირშირული ჯიში ტანდაბალია, კარგი აგებულებისა, ფერად წითელ-ჭრელი. ცოცხალი მასა: კუროსი 650-750 კგ, ფურისა 450-500 კგ. იწველის 3500-4000 კგ (სარეკორდო მონაწველი 10000 კგ-ზე მეტია), რძის ცხიმიანობა დაახლოებით 4%, გავრცელებულია აშშ-ში, კანადაში, ფინეთში.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 242-243, თბ., 1975 წელი.