აირტონ სენა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აირტონ სენა

აირტონ სენა და სილვა (პორტ. Ayrton Senna da Silva) (დ. 21 მარტი 1960, სან-პაულუ, ბრაზილია; გ. 1 მაისი 1994, ბოლონია, იტალია) - ბრაზილიელი ფორმულა 1-ის მრბოლელი, სამგზის (1988,1990,1991 McLaren-Honda.) მსოფლიო ჩემპიონი, ფორმულა 1-ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მრბოლელი. ფორმულა ერთში კარიერა დაიწყო 1984 წელს, Lotus-Renault - ში, შემდეგი სამი სეზონის განმავლობაში მოიგო 6 გრან-პრი, 1988 წელს შეუერთდა McLaren-Honda - ს საჯინიბოს, სადაც მასთან ერთად ასპარეზობდა ასევე დიდი მრბოლელი, ფორმულა ერთის ოთხგზის ჩემპიონი ალან პროსტი. სენამ და პროსტმა მოიგეს იმ სეზონზე 16 გრან-პრიდან 15 გრან-პრი. 1988 წლის სეზონზე აირტონ სენამ პირველად მოიპოვა ფორმულა ერთის ჩემპიონის ტიტული.
სენა ითვლება ფორმულა ერთის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მრბოლელად.
მისი სიცოცხლე დასრულდა ტრაგიკულად, 1994 წელს სან-მარინოს გრან-პრის დროს რომელიც იტალიის ქალაქ იმოლას ავტოდრომზე იმართებოდა, ის Tamburello - ს მოსახვევში სავარაუდოდ ბოლიდის გაუმართაობის გამო, 300 კმ/სთ სიჩქარით გადავიდა გზიდან და ბორდს შეეჯახა, წინა დღით იმავე ტრასაზე Tosa - ს მოსახვევთან იმავე სიჩქარით ახალბედა ავსტრიელი მრბოლელი დაიღუპა.

აირტონ სენა არის ბოლო მრბოლელი ფორმულა ერთის ისტორიაში, რომელიც რბოლის დროს ფატალური შემთხვევის შედეგად სიკვდილით ასრულებს სიცოცხლეს.


[რედაქტირება] ბიოგრაფია


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე