ალფრედ აინშტაინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან აინშტაინი, ალფრედ)

ალფრედ აინშტაინი (დ. 30 დეკემბერი. 1880, მიუნხენი — გ. 13 თებერვალი. 1952, ელ-სერიტო, კალიფორნია) — გერმანელი მუსიკის ისტორიკოსი და კრიტიკოსი. მოღვაწეობდა მიუნხენში, შემდეგ ბერლინში. 1933 დატოვა ფაშისტური გერმანია. ცხოვრობდა ჯერ ინგლისში, შემდეგ იტალიაში, 1939-იდან კი აშშ-ში; 1945 მიიღო ამერიკის მოქალაქეობა.

აინშტაინი მრავალი ნაშრომის ავტორია, მათ შორის აღსანიშნავია მონოგრაფიების სერია "გერმანელი მუსიკოსების ცხოვრება" (1914-იდან), "მუსიკის ისტორია" (1917), "ჰაინრიხ შიუტცი" (1925), "რომანტიზმის ეპოქის მუსიკა" (1947), "მოცარტი, მისი ხასიათი. მისი შემოქმედება" (1945-1953), "იტალიური მადრიგალი" (3 ტომად, 1949) და სხვ.

ზოგიერთი წყაროს მიხედვით იგი ითვლებოდა ალბერტ აინშტაინის ბიძაშვილად[1] , ხოლო სხვები თვლიან რომ მათი ნათესაობა არ არის დადასტურებული[2],

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 234.
  • Mozart: His Character. His work by Alfred Einstein
  • Music in the Romantic Era: A History of Musical Thought in the 19th Century
  • The Italian Madrigal, translated by Alexander Haggerty Krappe, Roger Sessions, and Oliver Strunk, Princeton University Press, 1949 (3 volumes)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Article "Alfred Einstein", in The New Grove Dictionary of Music and Musicians, ed. Stanley Sadie. 20 vol. London, Macmillan Publishers Ltd., 1980. ISBN 1-56159-174-2
  2. The Concise Edition of Baker's Biographical Dictionary of Musicians, 8th ed. Revised by Nicolas Slonimsky. New York, Schirmer Books, 1993. ISBN 0-02-872416-X