აითაირა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აითაირა (აფხ. Аиҭаира - აღორძინება) — სოციალურ-პოლიტიკური მოძრაობა სეპარატისტულ აფხაზეთში. დაარსდა 2001 წელს, როგორც პირველი ოპოზიციური მოძრაობა, აფხაზეთის ამჟამინდელი ე. წ. პრეზიდენტის, ალექსანდრე ანქვაბის მიერ. მოძრაობის დღევანდელი ლიდერია ე. წ. ვიცე-პრემიერმინისტრი ლეონიდ ლაკერბაია.[1]

აითაირა, 2004 წლის სეპარატისტების საპრეზიდენტო არჩევნებში, ალექსანდრე ანქვაბს უჭერდა მხარს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ე. წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ანქვაბი კანდიდატთა სიიდან ამოიღო, იგი "ერთიანი აფხაზეთის", "ამცახარა"-ს და აფხაზეთის დამოუკიდებელი პროფკავშირების ფედერაციის სერგეი ბაგაფშის მხარდამჭერ ბლოკს შეუერთდა. არჩევნების შედეგად წარმოშობილი კრიზისის შემდეგ, მიღწეულ იქნა კომპრომისი, რის შედეგადაც, ალექსანდრე ანქვაბმა ბაგაფშის მთავრობაში პრემიერმინისტრის პოსტი დაიკავა.[2]

მოძრაობის პოლიტიკური საბჭო შედგება 23 ადამიანისგან. პოლიტსაბჭოს პრეზიდიუმში შედიან: ლეონიდ ლაკერბაია, ოლეგ დამენია, ირინა აგრბა, ვიაჩესლავ კოკოსკირი, დაურ ნაჭყებია და რომან გერია.

აითაირას აქვს რეგიონალური ორგანიზაციები აფხაზეთის მთელ ტერიტირიაზე.

სქოლიო[რედაქტირება]