ოსანა აივაზაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან აივაზაშვილი, ოსანა)

ოსანა ნიკოლოზის ასული აივაზაშვილი (დ. 8 მარტი [ ძვ. სტ. 25 თებერვალი], 1900, სოფ. წინანდალი, თელავის რაიონი — გ. უცნობია) — სტახანოველი მეაბრეშუმე, აბრეშუმის ჭიის გამოკვების პროგრამის მეთოდების დანერგვის ინიციატორი. სკკპ წევრი 1938 წლიდან. 1946 წლიდან ახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურის ორჯონიკიძის სახელობის კოლმეურნეობის მერგოლური. სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1952), საქართველოს სსრ V მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და საქართველოს კპ წევრობის კანდიდატი (საქართველოს კპ XVII, XVIII, XX ყრილობებზე). დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, „საპატიო ნიშნის“ ორდენით 3 სხვა ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]