აიეტი (ასოციაცია)
ვიკიპედიიდან
| ამ სტატიას არ აქვს შესავალი. ვიკიპედიის სტილის სახელმძღვანელო მოითხოვს შესავალს. გთხოვთ განიხილოთ ეს საკითხი განხილვის გვერდზე და წაიკითხოთ შესავლის სახელმძღვანელო, რათა დაწრმუნდეთ, რომ შესავალში შეჯამებულია სტატიის თემა. |
ადამიანზე მეტად უჭირს დღეს ბუნებას, უდიდესი საფრთხე ემუქრება ზღვისპირეთსა და მთლიანად შავ ზღვას. ამ ეკოლოგიურმა სიტუაციამ განაპირობა შექმნილიყო საქართველოს ზღვისპირეთის დამცველთა ასოციაცია «აიეტი»[1]. ასოციაციის საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ პატარებიც. 1990–1991 წლებსი შექნილი იყო ბავშვთა რაზმებიც. დიდი რეზონანსი ჰქონდა მათ მიერ გამართულ პლაკატების გამოფენა–კონკურს "საქართველოს ზღვისპირეთი ითხოვს შველას".[2] ასოციაციის დაკვეთით ჩატარდა სამეცნიერო გამოკვლევა კოლხეთის ტყეების მდგომარეობის შესახებ. ასოციაცია აქტიურად იბრძოდა ანაკლიის ტერიტორიაზე განლაგებული რუსული სამხედრო ბაზის გაუქმებისათვის. [3] 1996–2000 წლებში გამოდიოდა ასოციაციის გაზეთი "ზღვისპირეთი". 1999 წელს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF)დახმარებით გამოსცა ბროშურა "საქართველოს ზღვისპირეთის დაცული ტერიტორიები".[4]
სექციების სია |
[რედაქტირება] ისტორია
ასოციაცის დამფუძნებელი ყრილობა ჩატარდა 1990 წლის 30 აგვისტოს ანაკლიაში. ყრილობას თავმჯდომარეობდა საქართველოს სახალხო ფრონტის თავმჯდომარე ნოდარ ნათაძე. ყრილობამ დაამტკიცა ასოციაციის წესდება და ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩია ჰენრი კუპრაშვილი, მოადგილეებად ოთარ ფაცაცია და აბესალომ ტუღუში. წესდებამ ცვლილება განიცადა 1991 წელს, [5] საბოლოო ვარიანტი რეგისტრირებულია თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ 2002 წლის ოქტომბერში.
ასოციაციის დროშა 1990 წელს შექმნა სამხატვრო აკადემიის დიზაინის კათედრის პროფესორმა, "ჩოხოსნები – 73" წევრმა გიორგი ცხოვრებაძემ. ასოციაციის ემბლემა 1990 წელს შექმნა ცნობილმა არქიტექტორმა, არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის წევრმა, სტუ–ს პროფესორმა შოთა ბოსტანაშვილმა.
[რედაქტირება] წესდების ზოგადი დებულებები
- საქართველოს ზღვისპირეთის დამცველთა ასოციაცია «აიეტი» (შემდგომში «ასოციაცია») დაფუძნებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე კავშირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით და თავის საქმიანობას ახორციელებს აღნიშნული კოდექსის, საქართველოს მოქმედი კანონებისა და საკუთარი წესდების შესაბამისად.
- საქართველოს ზღვისპირეთის დამცველთა ასოციაცია «აიეტი» წარმოადგენს საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო კოლეგიის მიერ 1991 წლის 13 დეკემბრის ¹27/8 დადგენილებით რეგისტრირებული საქართველოს ზღვისპირეთის დამცველთა ასოციაცია «აიეტი»-ს უფლებამონაცვლეს.
- ასოციაცია წარმოადგენს იურიდიულ პირს, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, განცალკევებული ქონება, საანგარიშსწორებო და სავალუტო ანგარიშები საქართველოს და საზღვარგარეთის საბანკო დაწესებულებებში.
- ასოციაცია უფლებამოსილია თავისი სახელით დადოს გარიგებები, შეიძინოს ქონებრივი, პირადი არაქონებრივი უფლებები და იკისროს მოვალეობები, იყოს მოსარჩელე, ან მოპასუხე სასამართლოში.
- ასოციაციას აქვს ბეჭედი თავისი სახელწოდებით და ემბლემით, შტამპი და ყველა საჭირო რეკვიზიტი.
[რედაქტირება] ასოციაციის საქმიანობის მიზანი
- საქართველოს საზღვრებში შავი ზღვის აუზის (სანაპირო ზოლი, აქვატორია, შელფი, მდინარეთა აუზები და სხვა) ბუნებრივი გარემოს და ადამიანის ყოფითი გარემოს დაცვა;
- სამეურნეო საქმიანობის შედეგად დარღვეული ბუნებრივი ობიექტების (მცირე მდინარეების, ტბების, წყაროების და ა. შ.) აღდგენა, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს დაცვა;
- უნიკალური ლანდშაფტების აღდგენა-შენარჩუნება, ადგილობრივი ნაკრძალების, ეროვნული პარკების შექმნა და არსებული განვითარება, ბუნების ძეგლთა დაცვა;
- ზღვის სანაპიროს პერსპექტიული განვითარებისათვის რეკომენდაციების შემუშავება;
- ზღვისპირეთის დაცვის უზრუნველსაყოფად მეცნიერულ-კვლევითი სამუშაოების ჩატარება, ეფექტური გამწმენდ ნაგებობათა ქსელის შექმნა, დაცვითი ობიექტების მშენებლობა, მათი ტექნიკური აღჭურვა-რეკონსტრუქცია;
- ზღვისპირეთის დაცვის პრობლემებზე კანონმდებლობის დარღვევათა ნეგატიური სოციალურ-ეკონომიკური შედეგების აღმოფხვრა;
- საქართველოს ზღვისპირეთში ისტორიული, ეთნოგრაფიული და კულტურული ძეგლების გამოვლენა, აღრიცხვა, შესწავლა, აღდგენა და მათი დაცვა;
- დემოგრაფიული პრობლემების შესწავლა, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის მატერიალური დახმარების გაწევა;
- ბუნებრივი გარემოს დაბინძურების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება;
- ეკოლოგიური ცოდნის პროპაგანდა, ეკოლოგიური საინფორმაციო სისტემის ორგანიზება და წარმოება;
- ზღვისპირა რეგიონისათვის დამახასიათებელი ტრადიციული წეს-ჩვეულებების აღორძინება;
- ფესტივალების, შეჯიბრებების, სპორტული სანახაობის ჩვენება;
- ცურვის და საწყალოსნო თამაშობათა აღდგენა-პოპულარიზაცია;
- კლუბების და სხვა ტიპის გაერთიანებების შექმნა;
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ ერთ–ერთი პირველთაგანი.გაზ. "ზღვისპირეთი", 1996 წლის სექტემბერი
- ↑ 1. გაზ. "საქართველოს რესპუბლიკა", 1991 წლის 16 თებერვალი; 2. გაზ. "ახალგაზრდა ივერიელი", 1991 წლის 16 თებერვალი; 3. გაზ. "ახალგაზრდა ივერიელი", 1991 წლის 19 თებერვალი; 4. გაზ. "ნერგი", 1991 წლის 20 თებერვალი; 5. Ольга Мелия. Помогите черуном морю! 6. ცოტნე მერაბიშვილი. „აიეტი“ უხმობს. გაზ. „თბილისი“, 1991 წლის 7 ივნისი; 7.გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, #114, 1991 წლის 14 ივნისი; 8.თინათინ თათიკაშვილი. „აიეტი“ – ბუნების ქომაგი. გაზ. „ახალგაზრდა ივერიელი“, 1991 წლის 15 ივნისი; 9.საქართველოს ზღვისპირეთის დამცველთა ასოციაცია ”აიეტის” მიერ გამოცხადებული პლაკატების საბავშო ნამუშევრების კონკურსის შედეგების შესახებ (სიუჟეტი და ინტერვიუ). ტელევიზიის პირველი არხი. 20 საათი. 1991 წლის ივნისი. ავტორი მაია რუსაძე; 10. Dear reader. “Littoral”, May 1997 და სხვ.
- ↑ წერილი ”ახალგაზრდა ივერიელს” (საქართველოს ზღვისპირეთის დამცველთა ასოციაცია ”აიეტის” წერილი რუსული სამხედრო ბაზების გატანისათვის აქციების დაწყების შესახებ). # 119, 1990 წლის 30 ოქტომბერი; საქართველოს ზღვისპირეთის დამცველთა ასოციაცია ”აიეტის” განცხადება ანაკლიიდან რუსული სამხედრო ბაზის გატანის მოთხოვნით საპროტესტო მიტინგის ჩატარების შესახებ. # 136, 1990 წლის 06 დეკემბერი
- ↑ საქართველოს ზღვისპირეთის დაცული ტერიტორიები. თბილისი, 1999
- ↑ გაზ. „სოფლის ცხოვრება“, #84, 1991 წლის 27 დეკემბერი

