აიას მეჰმედ-ფაშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აიას მეჰმედ-ფაშა
Ayas Mehmed Paşa
ოსმალეთის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 14 მარტი, 1536
მმართ. დასასრული: 13 ივლისი, 1539
წინამორბედი: იბრაჰიმ-ფაშა პარგელი
მემკვიდრე: ლიუთფი-ფაშა
სულთანი: სულეიმან I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1483
დაბ. ადგილი: ვლორა, ალბანეთი
გარდ. თარიღი: 1539
გარდ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
რელიგია: ისლამი

აიას მეჰმედ-ფაშა (დ. 1483, ვლორა, ალბანეთი — გ. 13 ივლისი, 1539, სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია) — ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი 1536-1539 წლებში. წარმოშობით ალბანელია, დაიბადა ქალაქ ვლორაში. აიას ფაშას მამა წარმოშობით ჩრდილოეთ ალბანეთის ქალაქ შკოდერიდან იყო, დედა კი - სამხრეთ ალბანეთის ქალაქ ვლორადან.

დაქორწინებული იყო სულეიმან I-ის დაზე, ბეიჰან სულთანზე. დიდი ვეზირი გახდა პარგელი იბრაჰიმ-ფაშას სიკვდილით დასჯის შემდეგ, 1536 წელს. მანამდე იყო 1-ლი ვეზირი. თუმცა, 1537 წელს, ვენეციის ლაშქრობის დროს დაშვებული უპატიებელი შეცდომის გამო დაიმსახურა სულთნის რისხვა, მაგრამ სულეიმანმა დის ხათრით არც გადააყენა და არც სიკვდილით დასაჯა (მას ბეიჰანის პირველი ქმარი სიკვდილით ჰყავდა დასჯილი). მიუხედავად იმისა, რომ გადაურჩა სულთნის რისხვას, 1539 წელს ვერ გადაურჩა სტამბოლში გავრცელებულ შავი ჭირის ეპიდემიას და სწორედ ამ დაავადებამ იმსხვერპლა 13 ივლისს. მისი გარდაცვალების შემდეგ დიდი ვეზირი გახდა ლიუთფი-ფაშა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • İsmail Hâmi Danişmend, Osmanlı Devlet Erkânı, Türkiye Yayınevi, İstanbul, 1971, p. 15.