ათოვდა ზამთრის ბაღებს
ვიკიპედიიდან
| ათოვდა ზამთრის ბაღებს | |
|---|---|
| კინოსტუდია: | სატელევიზიო ფილმების სტუდია |
| სცენარის ავტორი: | დევი ივანოვ-ჩიქოვანი, დავით აგიაშვილი, კარლო კობერიძე, გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილი |
| დამდგმელი რეჟისორი: | გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილი |
| ოპერატორი: | ტრისტან კანდელაკი, ნოდარ ნამგალაძე |
| მხატვარი: | ჯემალ კახნიაშვილი |
| კომპოზიტორი: | გია ყანჩელი |
| გამოსვლის თარიღი: | 1984 |
| ხანგრძლივობა: | 145 წთ. |
| ქვეყანა: | |
| ენა: | ქართული |
| IMDb პროფილი | |
სექციების სია |
[რედაქტირება] სიუჟეტი
ფილმის გმირი, ახალგაზრდა მხატვარი, თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტი, შემოქმედებითი ძიებისა და ხელოვნებაში საკუთარი გზის არჩევანის წინაშე დგას. ყოველივე ეს იმისკენ უბიძგებს, რომ მიატოვოს აკადემია და მშობლიურ სოფელში დაბრუნდეს. ყოველდღიური კონტაქტი სოფლელებთან, მათ სულიერ სამყაროში წვდომა თანდათან უღვივებს რწმენას, რომ სწორად აირჩია პროფესია და იპოვა თავისი დანიშნულება. ფილმის მეორე გმირი – ხელოსანი, მრავალშვილიანი ოჯახის მამა, მხატვრისაგან განსხვავებით, დარწმუნებულია თავის თავში, მყარად დგას მიწაზე და თავისი ოპტიმიზმით სულიერ წონასწორობას უბრუნებს მეგობარს.[1]
[რედაქტირება] როლებში
[რედაქტირება] ჯილდოები
- გარდამავალი პრიზი წლის საუკეთესო ფილმისათვის, თბილისი (1984).
- მეხუთე რესპუბლიკური კინოფესტივალის პრიზი საუკეთესო მხატვრული ტელეფილმისათვის, ცხინვალი (1985).
[რედაქტირება] სქოლიო
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- (ინგლისური) ათოვდა ზამთრის ბაღებს — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (IMDb).

